კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
22:49 / 16-02-2017
პატრიარქის განცხადება მამა გიორგი მამალაძის დაკავებაზე: "კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან"
მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბერლინში, ერთ-ერთ კლინიკაში განაცხადა, სადაც მას რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა.

"მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულის. ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ეს არის აღმოსავლური სიბრძნე. სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექი
You must have Flash Player installed in order to see this player.
მები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან", - განაცხადა ილია მეორემ.

მისივე თქმით, ეკლესია, ქვეყანა და ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში.
"ვერავინშეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო", - ბრძანა პატრიარქმა.
16:19 / 17-02-2017
სულის მოთქმა არ აცალეს ოპერაციის შემდეგ,მიაყოლეს გულსატკენი ჭორები.ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს ჩვენი პატრიარქი.ღმერთი არასოდეს გამოლევს ღვთისნიერ ადამიანებს,ბოლოს თავად მოვა მეორედ მოსვლით.მართლმადიდებლობასთან და ღვთისნიერ ადამიანებთან ბრძოლა ღმერთთან ბრძოლაა.როგორც წმიდა ბერი გაბრიელი იტყოდა:"ვის ებრძოლები,იცი რას გიზამს?"
მარიამი
15:34 / 17-02-2017





ჩვენი პატრიაქის მოწამვლაზე გაფიქრებაც კი მზარავს (((
ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გაიმეტო ვინმემ ერის მამა ?
რომელსაც სიკეთის, და სიყვარულის მეტი არაფერი უკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის !
დიდ ხანს სიცოცხლეს გისურვებთ . . .



J A G A
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:21 / 25-04-2017  Image "ეს ჩემთვის ბოლო ეთერია..." - "დღის შოუს" წამყვანები მაყურებელს დაემშვიდობნენ
"წარმატებები მინდა ვუსურვო გადაცემას განახლებული ფორმატით"
17:22 / 25-04-2017  Image პროფესორი რეზო გაგუა გარდაიცვალა
გაგუა საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გახლდათ
14:38 / 23-04-2017  Image გამაბრუებელი მასტერკლასი თბილისში Stoli Group-ის ბრენდ-ამბასადორისგან
Vodka მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და სუფთა ალკოჰოლური სასმელია
11:19 / 25-04-2017  Image რა ჯდება ავლაბრის რეზიდენციის და ქუთაისის პარლამენტის შენობების შენახვა
ავლაბრის რეზიდენციის მომსახურების ხარჯებმა 2016 წელს სულ 1 559 171 ლარი შეადგინა
17:54 / 26-07-2016  Image "ექიმებს უგონოდ მყოფი დახვდათ, 100 საძილე აბი ჰქონდა დალეული" - როგორ იხსნა "112"-ის ოპერატორმა 24 წლის გოგო სუიციდისგან
"თავი დამანებეთ.... ნუ მირეკავთ..."
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49