კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:53 / 17-02-2017
ჟურნალ „ოჯახის მკურნალს“ ბრაილის შრიფტის გამოცემა დაემატა
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა „უსინათლოთა კავშირის“ მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის“ რედაქციის ინიციატივით და „მედია კომუნიკატორის“ ორგანიზებით განხორციელდა. ჟურნალის გამოცემა ფეხბურთელმა ლაშა სალუქვაძემ დააფინანსა.
„უსინათლოთა კავშირში“ გამართულ პრეზენტაციას კავშირის თავმჯდომარე რეზო მაისურაძე და უსინათლოები ესწრებოდნენ. მათ მადლიერება გამოხატეს ბრაილის შრიფტით ჟურნალის გამოცემის გამო და მათთვის ამ ჟურნალის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ „ოჯახის მკურნალში“ ყოველთვის დაიბეჭდება მასალები, რომლებიც უსინათლოების ჯანმრთელობის პრობლემებსაც შეეხება. როგორც „მედია კომუნიკატორის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე ახალმოსულიშვილმა განაცხადა, ბრაილის შრიფტით ჟურნალ „ოჯახის
მკურნალის“ დასაბეჭდად „მედია კომუნიკატორსა“ და „ოჯახის მკურნალს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. შედეგად, თებერვალში ჟურნალის 10 ეგზემპლარი უკვე დაიბეჭდა. წლის ბოლომდე კი ყოველთვიურად 21 ეგზემპლარი დაიბეჭდება და კავშირის 21 ფილიალში გადანაწილდება. ამ ჟურნალის საშუალებით კავშირის წევრები ჯანსაღად ცხოვრების წესს, ექიმის რჩევებს, სხვადასხვა დაავადებების შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან. „უსინათლოთა კავშირის“ მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის თქმით, მათ არ აქვთ ფუფუნება მსგავსი სახის ლიტერატურას ბრაილის შრიფტით გაეცნონ. „ბრაილის შრიფტის მცოდნე ძირითადად ასაკოვანი ადამიანები არიან, რომელთაც მსგავსი სამედიცინო ლიტერატურის კითხვა აინტერესებთ“, - განაცხადა ცაიშვილმა.



თამარ მამაცაშვილი, „ოჯახის მკურნალის“ მთავარი რედაქტორი: ჩვენი ჟურნალი საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, როგორც ქველმოქმედი. ახლა კი ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ისეთი სეგმენტისთვის გავხდით ხელმისაწვდომი, როგორიც უსინათლოთა საზოგადოებაა. ეს მეტად სასიამოვნო და საპასუხისმგებლოცაა ჩვენი რედაქციისთვის. ადამიანები, რომლებისთვისაც გარემოსთან კომუნიკაცია ასეთი რთულია, დღეიდან შეძლებენ ჩვენი ჟურნალის მეშვეობით უამრავი სასარგებლო ინფორმაცია მიიღონ. „მკურნალი“ კვლავაც ეცდება გაუადვილოს და გაულამაზოს ცხოვრება იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.


კომენტარი ჯერ არ დამატებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:12 / 17-01-2018  Image რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება
"არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა"
15:25 / 17-01-2018  Image "პატრიარქს სთხოვა მოენათლა, ციხეშივე მონათლეს..." - რას ჰყვება მარეკ დუდაევზე მისი ქართველი ადვოკატი
"ერთხელ მითხრა, ისეთი ცხოვრება მაქვს გავლილი, ნეტავ რატომ გადავრჩიო..."
13:10 / 17-01-2018  Image 3 პირის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს პატიმრობა შეუფარდეს
ქვლივიძე დარბაზშივე დააპატიმრეს
22:18 / 17-01-2017  Image როცა ლოგინის თეთრეულს ყიდულობთ, ეს უნდა იცოდეთ
ლოგინის თეთრეული დიასახლისის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია
17:23 / 17-01-2018  Image "მაგთიკომმა" ტარიფების გაზრდა დროებით შეაჩერა
"მაგთიკომმა" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა გაითვალისწინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49