ჟურნალ „ოჯახის მკურნალს“ ბრაილის შრიფტის გამოცემა დაემატა

ჟურნალ „ოჯახის მკურნალს“ ბრაილის შრიფტის გამოცემა დაემატა

ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა „უსინათლოთა კავშირის“ მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის“ რედაქციის ინიციატივით და „მედია კომუნიკატორის“ ორგანიზებით განხორციელდა. ჟურნალის გამოცემა ფეხბურთელმა ლაშა სალუქვაძემ დააფინანსა.

„უსინათლოთა კავშირში“ გამართულ პრეზენტაციას კავშირის თავმჯდომარე რეზო მაისურაძე და უსინათლოები ესწრებოდნენ. მათ მადლიერება გამოხატეს ბრაილის შრიფტით ჟურნალის გამოცემის გამო და მათთვის ამ ჟურნალის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ „ოჯახის მკურნალში“ ყოველთვის დაიბეჭდება მასალები, რომლებიც უსინათლოების ჯანმრთელობის პრობლემებსაც შეეხება. როგორც „მედია კომუნიკატორის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე ახალმოსულიშვილმა განაცხადა, ბრაილის შრიფტით ჟურნალ „ოჯახის მკურნალის“ დასაბეჭდად „მედია კომუნიკატორსა“ და „ოჯახის მკურნალს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. შედეგად, თებერვალში ჟურნალის 10 ეგზემპლარი უკვე დაიბეჭდა. წლის ბოლომდე კი ყოველთვიურად 21 ეგზემპლარი დაიბეჭდება და კავშირის 21 ფილიალში გადანაწილდება. ამ ჟურნალის საშუალებით კავშირის წევრები ჯანსაღად ცხოვრების წესს, ექიმის რჩევებს, სხვადასხვა დაავადებების შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან. „უსინათლოთა კავშირის“ მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის თქმით, მათ არ აქვთ ფუფუნება მსგავსი სახის ლიტერატურას ბრაილის შრიფტით გაეცნონ. „ბრაილის შრიფტის მცოდნე ძირითადად ასაკოვანი ადამიანები არიან, რომელთაც მსგავსი სამედიცინო ლიტერატურის კითხვა აინტერესებთ“, - განაცხადა ცაიშვილმა.

თამარ მამაცაშვილი, „ოჯახის მკურნალის“ მთავარი რედაქტორი: ჩვენი ჟურნალი საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, როგორც ქველმოქმედი. ახლა კი ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ისეთი სეგმენტისთვის გავხდით ხელმისაწვდომი, როგორიც უსინათლოთა საზოგადოებაა. ეს მეტად სასიამოვნო და საპასუხისმგებლოცაა ჩვენი რედაქციისთვის. ადამიანები, რომლებისთვისაც გარემოსთან კომუნიკაცია ასეთი რთულია, დღეიდან შეძლებენ ჩვენი ჟურნალის მეშვეობით უამრავი სასარგებლო ინფორმაცია მიიღონ. „მკურნალი“ კვლავაც ეცდება გაუადვილოს და გაულამაზოს ცხოვრება იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი