კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:18 / 17-02-2017
გრანტები ბოლშევიზმისთვის?! - ვინ დგას სიცრუის კამპანიის უკან
"თუ არ იცი - გასწავლით! თუ არ მოინდომებ - გაიძულებთ!", - ღაღადებს ერთ-ერთი ბოლშევიკური ლოზუნგი. თუმცა, როდესაც თეთრზე დაჟინებით ამტკიცებ რომ შავია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცი, თეთრია, სიმართლის დანახვას ვერც ვერაფერი გასწავლის და ვერც ვერაფერი გაიძულებს.

ბოლშევიკური ლოზუნგები და მეთოდები მაშინ გამახსენდა, როდესაც "ბიბლუსი გალერეაში" შეჭრილ "აუდიტორია 115-ის" წევრებს ვუყურებდი. სწორედ მაუზერიანი და "ბუდეინოვკიანი" ტიპების ხელწერა იყო, გამოგონილი პრობლემებისგან ადამიანების "დაცვა" - ხშირად "ჩაგრულთა" ნების საწინააღმდეგოდ.

მე არ მჯერა, რომ "აუდიტორია 115-ის" წევრებს ლენინიზმის საფუძვლები აქვთ წაკითხული, მაგრამ შესაძლოა, მათ ჰყავთ "უფროსი მეგობარი" (ან მეგობრები), რომელიც ლენინურ-ბოლშევიკურ მეთოდებს კარგად იცნობს და მათ შორის უმთავრესს - "ცეცხლი არ უნდა ჩაქრეს", გინდაც ხანძრისთვის არანაირი საფუძველი არ იყოს.

მაგალითად, თსუ-ს მეექვსე კორპუსში გამაგრებული "აუდიტორია 115-ის" წევრებმა ორი განათლების მინისტრი და ორი რექტორი გამოიცვალეს, მაგრამ საპროტესტო აქციების დასრულებას არ დაადგა საშველი. "აუდიტორიის" წევრებს რექტორებიც ხვდებოდნენ და ყოფილი და ახლანდელი განათლების მინისტრებიც, ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ ჩნდებოდა იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს, უნივერსიტეტში სრულად აღდგებოდა ნორმალური სასწავლო პროცესი. თუმცა, ყოველი შეხვედრის შემდეგ "აუდიტორია 115-ის" მოთხოვნები ტრანსფორმაციას განიცდიდა და უნივერსიტეტის კორპუსებში შეჭრა-გამოჭრა გრძელდებოდა.

შემდეგ ეს აქციები ლამის უნივერსიტეტის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა და მედიაში თუ სოცქსელებში ხმაურს ვეღარ იწვევდა. შესაძლოა, "უფროსმა მეგობრებმა" ურჩიეს "აუდიტორია 115-ის" წევრებს, რომ ყურადღების მისაქცევად უფრო რადიკალური ქმედებები იყო საჭირო და მათ სამიზნეში ამოიღეს "ბიბლუსი".

"ბიბლუსამდე" იყო საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრა, თუმცა იქ უხერხული სიტუაცია შეიქმნა - ის ხალხი, ვითომდა ვისი უფლებების დაცვასაც ბოლშევიკურ-რადიკალური მეთოდებით ცდილობდნენ "აუდიტორია 115-ის" წევრები, თავად გადაეღობნენ ამ ახალგაზრდებს, მომხდარს ძალადობა უწოდეს და დაატოვებინეს შენობა.
რაც შეეხება "ბიბლუსს", ქრონოლოგიამ და ფაქტებმა შესაძლოა, ბევრ რამეზე დაგვაფიქროს და დასკვნები გაგვაკეთებინოს.

"აუდიტორია 115"-ის მხრიდან "ბიბლუსზე" შეტევის საბაბი გახდა "ბიბლუსი გალერის" ორი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომლის მიმართვა, რომელშიც ცრუ ბრალდებები გაჟღერდა (როგორც იკვეთება, ეს ვიდეომიმართვა თავად აუდიტორია 115"-ის ორგანიზებული იყო). მათგან უმთავრესია ვითომდა 250-300 ლარიან ხელფასებზე მუშაობა და თანამშრომლების სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლება.

ეს იყო სიცრუე და თან ისეთი, რომლის უარყოფისთვის საჭირო იყო ზუსტად იმდენი დრო, რამდენსაც მოანდომებდა "ბიბლუსის" ხელმძღვანელობა პასუხის გამოქვეყნებას. პასუხის შემდეგ ვიდეომიმართვის ავტორებმა თავადვე აღიარეს, რომ 250-300 ლარი კი არა, 700-1000 ლარი იყო მათი საშუალო ანაზღაურება. ასევე, შიდაგანაწესის უხეშად დარღვევა და თანამშრომლისთვის შეურაცხყოფის მიყენება უნდა იყოს თუ არა ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, ამაზე ორი აზრი თვით ძველ ბოლშევიკებსაც კი არ ექნებოდათ. თუმცა, სიმართლის, რომელსაც თავისი პირით ამბობენ ცნობილი ვიდეომიმართვის ავტორები, დანახვა არ სურთ "აუდიტორია 115"-ის აქტივისტებს და მათ "უფროს მეგობრებს".

ანუ თუ გაქვთ ნორმალურანაზღაურებადი სამსახური, მაგრამ ხართ უდისციპლინო, ნერვებს ვერ თოკავთ, აყენებთ შეურაცხყოფას თანამშრომლებს, თვითნებურად ტოვებთ სამუშაო ადგილს და ამის გამო სამსახურიდან
გათავისუფლებენ, შეგიძლიათ მიმართოთ "აუდიტორია 115"-ს და ისინი დაგიცავენ, როგორც ბოლშევიკები იტყოდნენ, "მტარვალი ექსპლუატატორებისგან". ბოლშევიკური მეთოდებით იმოქმედებენ, შეიჭრებიან კერძო საკუთრებაში (იტყვიან, რომ არ სცნობენ კერძო საკუთრებას) და თეთრზე დაიწყებენ მტკიცებას, რომ შავია.

როდესაც სიმართლე ხელის გულზე გიდევს, მას არ ხედავ და საკუთარ თავს ხვევ სამართლებრივ პრობლემებში, ორად-ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება - ან შესაბამისი პროფილის ექიმთან უნდა წახვიდე, ან სპეციალურად იქცევი ასე, რადგან შენ გაწყობს ან აწყობთ იმათ, ვის დაკრულზეც ცეკვავ. მიზანი კი შეიძლება ძალიან არაბოლშევიკური და არარომანტიკული იყოს - ფული.

წარმოვიდგინოთ, რომ არის ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ოფიციალურ მიზნად უწერია ადამიანის უფლებების დაცვა. ეს ორგანიზაცია გრანტებს იღებს ისეთ პროგრამებში, რომელიც ეხება შრომითი უფლებების დაცვას, ჩაგვრის პრობლემატიკის შესწავლას, სოლიდარული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და ა.შ.
დასავლურმა ფონდებმა თუ ორგანიზაციებმა გრანტი რომ მოგცენ, "პრობლემა" თვალსაჩინო უნდა იყოს და თან თუ ეს "პრობლემა" ხმაურობს, მით უკეთესი.

წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია იყენებს დაახლოებით ისეთი ტიპის დაჯგუფებებს, როგორიც "აუდიტორია 115"-ია, იმისთვის, რომ "ხმაურიანი პრობლემა" შექმნას. შემდეგ პროექტს დაწერს, სადაც მიუთითებს, რომ აქტუალურია დასაქმებულთა უფლებების დარღვევა, სამსახურებში ჩაგვრა, ასამაღლებელია შრომითი სოლიდარობის შეგრძნება და თავის "არგუმენტებს" გაამყარებს მედიამასალებით იმ აქციებისა თუ ინციდენტების შესახებ, რომლის მაპროვოცირებელი თავადაა... და მიიღებს დაფინანსებას ძალიან ცნობილი ფონდებიდან თუ წამყვანი ქვეყნების საელჩოებიდან.

თუმცა, ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების შეცდომა ის არის, რომ შესაძლოა, ვერ გათვალეს - დაუკრეფავში გადასვლის შემდეგ მხოლოდ დროის ამბავია ამ სქემას ფარდა აეხადოს და უცხოელმა დონორებმა შეიტყონ, რომ ისინი გრანტებს გასცემდნენ დადგმული ნეობოლშევიკური სპექტაკლების საფუძველზე და უკანონო ქმედებები სწორედ მათი გრანტებით ფინანსდებოდა.

თუმცა, შესაძლოა, ამ პროცესების უკან სულ სხვა კანტორა იდგეს და ხმაური გარკვეული თემების გადასაფარად სჭირდებოდეს. ამ კანტორამაც უნდა იცოდეს - სიცრუეზე და დესტრუქციაზე აგებული კამპანია მის ავტორს უკან ბუმერანგივით უბრუნდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, გარკვეული მიზნების მიღწევის შემდეგ დამკვეთი ყოველთვის ცდილობს შემსრულებელზე ხელის შეწმენდას. მინდა, რომ ამაზე კარგად დაფიქრდნენ "აუდიტორია 115"-ის აქტივისტები.

გიორგი კვიტაშვილი
AMBEBI.GE

ფოტო: "აუდიტორია 115"-ის ფეისბუქის გვერდიდან
20:52 / 18-02-2017
kaxa
0
ჩვენ შევქმენით ყველა დროის ყველაზე უვარგისი სახელმწიფო ქვეყნის გამყიდველების წყალობით და არც გვაქვს არსებობის უფლება
19:57 / 18-02-2017
თუ არ იცით, გაარკვიეთ, გაერკვიეთ და გაგვარკვიეთ !
0
ის აქუ-ვიზიის პროდუქტი, ბლანჟეიანი

ბალამუტა ლორთქიფანიძე ვისი

"დაკრიშულია", იციით?
მსგავსი სიახლეები
ფაქტზე გამოძიება 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს
იმისათვის, რომ ჩიხლაძე გადადებულ გამოცდაზე ისევ არ მისულიყო, კვლავ დაამზადებინა ბეჟანიძეს ყალბი სამსახურებრივი მივლინების ცნობა
"რამდენად საუნივერსიტეტო თემატიკაა მათი მოთხოვნები, უკვე აღარ ვიცი"
"აუდიტორია 115"-ის წევრების განმარტებით, სახელმწიფო უნივერსიტეტში ღამით 10-15 სტუდენტი მორიგეობს
საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე "საქართველოს ბანკის" ოფისთან დასრულდა
"ბიბლუსი გალერეაში" განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ბიბლუსი" განცხადებას ავრცელებს
"თქვენი ერთადერთი ფუნქციაა დაიცვათ ადამიანების საკუთრება და მათი ნებაყოფლობითი ხელშეკრულებები"
"საბოლოო დანიშნულების ადგილი ერთი და იგივეა, წუმპე! სიღატაკე! ტოტალიტარიზმი!"
ადგილზე უსაფრთხოებისთვის მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:00 / 20-10-2017  Image როგორ მოქმედებს მზეზე მიმდინარე პროცესები ადამიანის ჯანმრთელობაზე - NASA-ს მეცნიერების პასუხები საინტერესო კითხვებზე
რადიაციამ შეიძლება, იმოქმედოს იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც განსაკუთრებით მაღალ ფენებში დაფრინავენ
12:50 / 20-10-2017  Image თბილისის დროშა, გერბი და გასაღები - როგორ შეიქმნა დედაქალაქის სიმბოლოები, რომლის შესახებ ბევრ თქვენგანს არაფერი სმენია
ვის და როდის გადასცემენ თბილისის გასაღებს
17:50 / 20-10-2017  Image "ეს პერიოდი ქორწილების სიუხვითაც იქნება გამორჩეული" - უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციები
"ეს ტრანზიტი ადამიანებს უბიძგებს რომანტიული კავშირებისაკენ"
14:49 / 20-10-2017  Image თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილს საჯაროდ მიმართავს: "სწორედ ამ უაზრო დაპირისპირებების გამო, მან ბევრი დრო დაკარგა..."
"ნუთუ არ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ხედვა გაგვაჩნდეს, ჩვენი აზრი?!"
10:50 / 20-10-2017  Image თუ იტალიის ლამაზ, პატარა ქალაქში საცხოვრებლად გადახვალთ, 2 000 ევროს გადაგიხდიან
კანდელაში უამრავი ცარიელი, თეთრი სახლია, პანორამული ტერასებით, ორნამენტებიანი აივნებით, რომლებიც ახალ მცხოვრებლებს ელოდებიან
პოპულარული კომენტარები
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რამდენი ,,სხვისი შვილი" მოუკლავთ თქვენი შვილისნაირ მთვრალ და დაუმორჩილებელ მძღოლებს, შეიძლება ზუსტად მაგ ფაქტით კიდევ ერთი უდანაშაულო სიცოცხლე გადაარჩინეს პატრულებმა. ეგ პოლიციელები ბევრად მსხვერპლნი არიან მოცემულ მომენტში. ბევრი ფაქტი მოხდა და თამამად ვამბობ, თქვენს შვილს რომ ვინმე გაეტანა, ის ციხეში არ ჩაჯდებოდა! ყინვაში, ქარში, გრტიგალში გარეთ მომუშავე ყველა პოლიციელი არის გმირი? მათი ხელფასი იცით? იცით რომ მათაც ჰყავთ შვილები, რომლებიც მთვრალი მძღოლების პოტენციური მსხვერპლნი არიან, ისევე როგორც ჩემი შვილიც... გონიერად მივუდგეთ ყველა საკუთარი შვილების აღზრდას...
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49