კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:03 / 17-02-2017
გაიცანით ადამიანი, რომელმაც საქართველოში მუხის კასრების წარმოება აღადგინა
საქართველოში მუხის კასრების წარმოება აღდგა. ვასიკო კალანდაძე პროფესიით იურისტია. მან შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით, მივიწყებული დარგი აღადგინა და გურჯაანში მუხის კასრების მწარმოებელი საწარმო შექმნა.

ვასიკო კალანდაძემ დიდი ხნის წინ გაიგო, რომ გურჯაანში მიტოვებული მექანიკური ქარხანა არსებობდა, სადაც საბჭოთა დროს მუხის კასრებს ამზადებდნენ. მან ძველი საწარმოს აღდგენა და მისი განახლება გადაწყვიტა. 2013 წელს, სატელივიზო რეკლამიდან, შეღავათიანი აგროკრედიტის შესახებ შეიტყო, თანამოაზრეები შემოიკრიბა და დაიწყო ის საქმე, რომელმაც, როგორ თვითონ აღნიშნავს, ცხოვრებისადმი მეტი ინტერესი გაუჩინა. მისი განცხადებით, მუხის კასრების წარმოება შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ეკონომიკურადაც
ეხმარება და სამსახურში მისვლაც უხარია.

სააქციო საზოგადოება "პროფესიონალი მეღინეობის პროდუქტებმა", სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში, შეღავათიანი სესხი 550 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, 2013 წელს მიიღო. ვასიკო კალანდაძე ახალი კასრის წარმოებას შეღავათიანი აგროკრედიტის გარეშე ვარ შეძლებდა (კედლებიც არ იყო შემორჩენილი, რის ბაზაზეც საწარმო აშენდა). მას თავიდან მხოლოდ კასრების აღდგენაზე ჰქონდათ გათვლა, მაგრამ კრედიტის დაფინანსებამ საშუალება მისცა, რომ ახალი კასრები ეწარმოებინა.  განაგრძეთ კითვა
12:31 / 17-02-2017
tvalsazrisi
0
ნეტავ იცოდეთ, როგორ გამიხარდა!
ღმერთმა დალოცოს ეგ ადამიანები!
ისადა, მცირე ზომის კასრებსაც ამზადებენ?
ცვილწასმულია კასრები? ანუ, სითხე არ ჟონავს?
სად გაიყიდება?
გურჯაანში ვინც ვერ წავა, სად იყიდოს?

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:40 / 23-10-2017  Image ავარია ხაშურთან: საჩხერის "ჩიხურას" ავტობუსი ამობრუნდა, დაშავებულია გუნდის კაპიტანი
ფეხბურთელები ბათუმის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ დედაქალაქში მოემგზავრებოდნენ
13:09 / 23-10-2017  Image ვინ იქნება და რა ქონებას ფლობს დედაქალაქის საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე?
თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იქნება
10:45 / 23-10-2017  Image Monolith City - მონოლით ჯგუფის პასუხი მომავლის გამოწვევებს
Monolith City შენდება ძველ თბილისში, ორთაჭალაში, გორგასლის მოედნიდან 400 მეტრის მოშორებით
12:15 / 23-10-2017  Image 5 პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო - ერთ-ერთს მხოლოდ 75-მა ადამიანმა მისცა ხმა
საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს
09:00 / 23-10-2017  Image ზეციური იერარქია - ყველაფერი, რაც ანგელოზთა დასების შესახებ უნდა იცოდეთ
"ანგელოზებად" იწოდებიან მხოლოდ ზეციურ ძალთა ყველაზე ქვედა საფეხურზე მყოფი არსნი
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49