გაიცანით ადამიანი, რომელმაც საქართველოში მუხის კასრების წარმოება აღადგინა

გაიცანით ადამიანი, რომელმაც საქართველოში მუხის კასრების წარმოება აღადგინა

საქართველოში მუხის კასრების წარმოება აღდგა. ვასიკო კალანდაძე პროფესიით იურისტია. მან შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით, მივიწყებული დარგი აღადგინა და გურჯაანში მუხის კასრების მწარმოებელი საწარმო შექმნა.

ვასიკო კალანდაძემ დიდი ხნის წინ გაიგო, რომ გურჯაანში მიტოვებული მექანიკური ქარხანა არსებობდა, სადაც საბჭოთა დროს მუხის კასრებს ამზადებდნენ. მან ძველი საწარმოს აღდგენა და მისი განახლება გადაწყვიტა. 2013 წელს, სატელივიზო რეკლამიდან, შეღავათიანი აგროკრედიტის შესახებ შეიტყო, თანამოაზრეები შემოიკრიბა და დაიწყო ის საქმე, რომელმაც, როგორ თვითონ აღნიშნავს, ცხოვრებისადმი მეტი ინტერესი გაუჩინა. მისი განცხადებით, მუხის კასრების წარმოება შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ეკონომიკურადაც ეხმარება და სამსახურში მისვლაც უხარია.

სააქციო საზოგადოება "პროფესიონალი მეღინეობის პროდუქტებმა", სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში, შეღავათიანი სესხი 550 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, 2013 წელს მიიღო. ვასიკო კალანდაძე ახალი კასრის წარმოებას შეღავათიანი აგროკრედიტის გარეშე ვარ შეძლებდა (კედლებიც არ იყო შემორჩენილი, რის ბაზაზეც საწარმო აშენდა). მას თავიდან მხოლოდ კასრების აღდგენაზე ჰქონდათ გათვლა, მაგრამ კრედიტის დაფინანსებამ საშუალება მისცა, რომ ახალი კასრები ეწარმოებინა.  განაგრძეთ კითვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი