ევროპელების თვალით დანახული ქართველი მეღვინე ბერები, მონასტრული მეღვინეობა და ქვევრის ღვინით მოჯადოებული მწერალი

ევროპელების თვალით დანახული ქართველი მეღვინე ბერები, მონასტრული მეღვინეობა და ქვევრის ღვინით მოჯადოებული მწერალი

მონაკოში მცხოვრებმა ცნობილმა ღვინის ექსპერტმა და მწერალმა ქალმა, რადკა სლოვაცკოვამ „ალავერდის მონასტრის მარნის“ შესახებ ეს სტატია 4 წლის წინ დაწერა, თუმცა ამ მშვენიერ ტექსტს აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს, რადგან იგი ნათლად ასახავს ევროპელების თვალით დანახულ ტრადიციულ ქართულ მეღვინეობას და მის პერსპექტივებს. სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველო არის ადგილი, სადაც ბერები და ზოგიერთი მეღვინე კვლავ ინახავს ღვინოს მიწაში ჩაფლულ უძველეს ჭურჭელში, სახელწოდებით "ქვევრი". ეს თიხის ჭურჭელი თავისი ფორმითა და დამზადებული მასალით, თიხით, წააგავს ამფორას. ყურძენი (სრულად) თავსდება ქვევრში - ესაა მტევანი კანით, ღეროებით და წიპწებით. ფერმენტაცია მიმდინარეობს ბუნებრივ საფუარზე და მოგვიანებით ქვევრში გადაიქცევა (მომწიფდება) ღვინოდ, სადაც ის ჰერმეტულადაა დახურული და ჩაფლულია მიწაში. ეს დაძველების (შენახვის) პროცესი ჩვეულებრივ 5-6 თვეს გრძელდება, რის შემდეგაც ყალიბდება სრულფასოვანი და მაღალი ტანინების მქონე ღვინო (ხანგრძლივი შეხება ყურძნის კანსა და წიპწებზე გამოსცემს მეტ ტანინებს ღვინოში).

ასეთი აღწერა შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ეს ღვინოები ძალიან ხავერდოვანია, ინტენსიური და თუ ისინი დაყენებულია მცოდნე მწარმოებლების მიერ, გასაოცრად კარგადაა დაბალანსებული. გამოცდილებას ხშირად მოსდევს წარმატება. ეს ზუსტად ითქმის ქართველი ბერების შესახებ, რომლებიც 10 საუკუნეზე მეტია ღვინოებს ასე აყენებენ ალავერდის მონასტერში.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი