კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:06 / 17-02-2017
ბაქოში „თეგეტა მოტორსის“ ფილიალი გაიხსნა
ბაქოში „თეგეტა მოტორსის“ ფილიალი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს, კომპანია ადგილობრივ მომხმარებელს როგორც საცალო, ასევე, კორპორატიული და საბითუმო მიმართულებით, სრულ ავტო-ტექმომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს. „თეგეტა მოტორსმა“, ადგილობრივ პარტნიორ კომპანიასთან ერთად, 2 000 000-მდე დოლარის ინვესტიცია განახორციელა, სერვის ცენტრი განთავსებულია 5000 კვ.მ-ზე და იგი მოემსახურება მსუბუქ ავტომობილებს; ადგილობრივმა კადრებმა გაიარეს სრული პროფესიული მომზადება „თეგეტას აკადემიის“ ფარგლებში და მარალკვალიფიციურ სერვისს უზრუნველყოფენ. ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურა-დანადგარებით და ტექნიკით. აქვე წარმოდგენილია: საბურავების, ზეთების, ფილტრების, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ნაწილების,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ასევე აკუმულატორების, სერვისის დანადგარების, ინსტრუმენტების და საავტომობილო აქსესუარების ყველაზე დიდი არჩევანი.

„თეგეტა მოტორსის“ ინფორმაციით, აღნიშნულ ფილიალში ადგილობრივ მომხმარებელს საშუალება ექნება, ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და მიიღოს მომსახურების უმაღლესი სტანდარტი კომფორტული გარემოში.

„აზერბაიჯანის ბაზარი, რომელიც მზარდია ამ ბიზნესის მიმართულებით და დიდი პოტენციალი გააჩნია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თანაც ამ ქვეყნის ბაზარზე არ არსებობს კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროში, რომელიც კომპლექსურ მომსახურებას შესთავაზებს პროდუქტებისა და მომსახურების კუთხით ადგილობრივ მომხმარებელს. შესაბამისად, დღეს „თეგეტა მოტორსს“ თავის პორტფელში არსებული სერვისების და პროდუქტების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, არც აზერბაიჯანში, არც კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში კონკურენტი არ ჰყავს“, - აცხადებენ „თეგეტა მოტორსში“.

„თეგეტა მოტორსი“ პირველი ქართული კომპანია გახლავთ ავტოინდუსტრიაში, რომელმაც საქართველოს საზღვრებს გარეთ ფილიალი გახსნა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:55 / 25-02-2017  Image ხვალ შენდობის დღეა
კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება,
14:22 / 25-02-2017  Image "მისი ყოველი დაძინება ლატარიაა, შეიძლება დაიძინოს და ვერ გაიღვიძოს" - გადავარჩინოთ ორი შვილის მამა
"უნდა რომ თავის ორი პატარა ვაჟკაცის წარმატებები მათთან ერთად გაიზიაროს"
15:01 / 25-02-2017  Image არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს
ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის დაცვის სამსახურში წლებია მუშაობს
09:58 / 25-02-2017  Image "ბიბლუსი გალერეაში" "ლიბერთინსის" სერიით გამოცემული წიგნის "გამარჯვებულის" პრეზენტაცია გაიმართა
"გამარჯვებულის" მოლოდინში "ბიბლუსი გალერეასთან" თინეიჯერების დიდი რიგი დადგა
08:54 / 25-02-2017  Image ახალი დეტალები ქუთაისში 18 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ
+VIDEO პაციენტი კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49