კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:19 / 17-02-2017
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ის გადაცემები დაასახელა, რომლებიც, მათი აზრით, უნდა დაიხუროს, ან სამაუწყებლო ბადეში დარჩეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წევრმა, გიორგი გვიმრაძემ არხის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების ნაწილის დახურვისა და ნაწილის სამაუწყებლო ბადეში დატოვების სავარაუდო გეგმა წარუდგინა.

გიორგი გვიმრაძის გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადეში რჩება ე.წ მწვანე ზოლში არსებული გადაცემები, რომლებიც იზიდავს მაყურებელს და რეიტინგი მაღალია. მათ შორისაა გადაცემები: "გამომძიებელი რეპორტიორი", "გურმანი", "ფერმა", "ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ", "შაბათს საღამოს ლიზასთან", "წიგნების თარო", "ტელებლოგი", "პირადი ექიმი", "სიტყვების თამაში", "გააგრძელე საქართველოს ისტორია".

ასევე, სამაუწყებლო ბადეში რჩება მეორე კატეგორია, ე.წ ყვითელ ზოლში მყოფი გადაცემები, რომლებიც საშუალო რეიტინგისაა, მათ
შორისაა გადაცემები, "დოკუმენტური ფილმების სტუდია", "ეპოქა", "დღე მუზეუმში", "რადიო თავისუფლება - ინტერview".

გიორგი გვიმრაძის გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადიდან ამოღებული უნდა იქნეს ე.წ წითელ ზოლში მყოფი გადაცემები, რომლებიც დაბალი რეიტინგისაა და "მაყურებლის მიგრაციას" იწვევს, მათ შორისაა გადაცემები: "ხანმოკლე XX საუკუნე", "ეკონომეტრი", "ვაშინგტონი დღეს", "სპორტი 360 გრაუსი", "მთავარი", "რეალური სივრცე", "ვექტორი", "სპორტის დაფა", "რადიო თავისუფლება - წითელი ზონა", "ტელემანი", "კაცების დრო", "ც სტუდია", "უცნობი მუსიკა".

არხის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ეს არ არის საბოლოო ვარიანტი და საკითხზე მუშაობას ისინი აგრძელებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და ბორდის შეხვედრას მედიის წარმომადგენლებიც ესწრებიან. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია სხდომის დახურვასა და საკითხის სამუშაო ფორმატში გაგრძელებას ითხოვს. ბორდის წევრი სულხან სალაძე კი სხდომის დახურვას არ ეთანხმება.

"ინტერპრესნიუსი"
20:39 / 17-02-2017
ბარემ, ქართული ტელევიზიის დაბადების დღე 30 დეკემბრის ნაცვლად 17 მაისს გვაზეიმეთ !
0
საჭიროა რომ ამ არხის

თანამშრომლებად ზოგჯერ, აქა-იქ, სულაც

გამონაკლისის სახით, თუნდაც მხოლოდ

თვის კენტ რიცხვებში ... ჰეტეროსექსუალი

ჟურნალისტებიც დაგვასაქმონ !
17:02 / 17-02-2017
ეს გადაცემები უნდა იყოს....
0
როგორც ვიცი,მოსახლეობის დიდი ნაწილი და მათ შორის მეც ,სიამოვნებით ვუყურებდით მარი მალაზონიას სამედიცინო გადაცემებს.მომწონდა გიორგი გუგუშვილის "იტალიური ეზოც"....
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:37 / 20-08-2017  Image ბორჯომის რაიონში ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენი დილის 06:00 საათიდან განაახლებს
ღამის ხედვის არ ქონის გამო, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ვერტმფრენმა სამუშაო შეაჩერა და
19:42 / 20-08-2017  Image ზოდიაქოს რომელ ნიშნებს შეეხებათ 21 აგვისტოს მოსალოდნელი მზის დაბნელება - ასტროლოგის რეკომენდაციები
"უხსოვარი დროიდან ადამიანი აკვირდებოდა ბუნების მოვლენებს, მათ ზეგავლენას მოვლენებსა
15:12 / 20-08-2017  Image რა დაავადებები იწვევს უძილობას, როგორ დავძლიოთ ის და რატომ უნდა ვეროდოთ საძილე პრეპარატებს
"თუ ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში დაწოლიდან 15-20 წუთის შემდეგ ვერ იძინებს, ძილის დარღვევა აქვს"
14:07 / 20-08-2017  Image 5 ტურისტული მიმართულება, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება მოგზაურებს შორის
მსოფლიოს ტურისტულმა ორგანიზაციამ (WTO) გაერო-სთან ერთად 2017 წლის ყველაზე სწრაფად
13:26 / 23-04-2017  Image როგორ უნდა შეიძინოთ თვითმფრინავის ბილეთი იაფად - 6 რჩევა მოგზაურობის მოყვარულებს
თუ ფრენა კვირის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, ბილეთის ყიდვა ან პარასკევს საღამოს, ან შაბათს ღირს
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49