საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ის გადაცემები დაასახელა, რომლებიც, მათი აზრით, უნდა დაიხუროს, ან სამაუწყებლო ბადეში დარჩეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ის გადაცემები დაასახელა, რომლებიც, მათი აზრით, უნდა დაიხუროს, ან სამაუწყებლო ბადეში დარჩეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წევრმა, გიორგი გვიმრაძემ არხის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების ნაწილის დახურვისა და ნაწილის სამაუწყებლო ბადეში დატოვების სავარაუდო გეგმა წარუდგინა.

გიორგი გვიმრაძის გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადეში რჩება ე.წ მწვანე ზოლში არსებული გადაცემები, რომლებიც იზიდავს მაყურებელს და რეიტინგი მაღალია. მათ შორისაა გადაცემები: "გამომძიებელი რეპორტიორი", "გურმანი", "ფერმა", "ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ", "შაბათს საღამოს ლიზასთან", "წიგნების თარო", "ტელებლოგი", "პირადი ექიმი", "სიტყვების თამაში", "გააგრძელე საქართველოს ისტორია".

ასევე, სამაუწყებლო ბადეში რჩება მეორე კატეგორია, ე.წ ყვითელ ზოლში მყოფი გადაცემები, რომლებიც საშუალო რეიტინგისაა, მათ შორისაა გადაცემები, "დოკუმენტური ფილმების სტუდია", "ეპოქა", "დღე მუზეუმში", "რადიო თავისუფლება - ინტერview".

გიორგი გვიმრაძის გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადიდან ამოღებული უნდა იქნეს ე.წ წითელ ზოლში მყოფი გადაცემები, რომლებიც დაბალი რეიტინგისაა და "მაყურებლის მიგრაციას" იწვევს, მათ შორისაა გადაცემები: "ხანმოკლე XX საუკუნე", "ეკონომეტრი", "ვაშინგტონი დღეს", "სპორტი 360 გრაუსი", "მთავარი", "რეალური სივრცე", "ვექტორი", "სპორტის დაფა", "რადიო თავისუფლება - წითელი ზონა", "ტელემანი", "კაცების დრო", "ც სტუდია", "უცნობი მუსიკა".

არხის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ეს არ არის საბოლოო ვარიანტი და საკითხზე მუშაობას ისინი აგრძელებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და ბორდის შეხვედრას მედიის წარმომადგენლებიც ესწრებიან. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია სხდომის დახურვასა და საკითხის სამუშაო ფორმატში გაგრძელებას ითხოვს. ბორდის წევრი სულხან სალაძე კი სხდომის დახურვას არ ეთანხმება.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი