კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:00 / 17-02-2017
"ძალიან დიდ შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად" - მეუფე პეტრეს ეჭვით, "ეს ყველაფერი" პატრიარქის ძმისშვილის, მეუფე დიმიტრისადმი იყო მიმართული
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა.

"მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო", - ამის შესახებ მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განუცხადა.

"მოვინახულე მამა გიორგი. მადლობა ღმერთს, ჩემი პროგნოზი და ეჭვები შეიძლება ითქვას, რომ თითქმის 100%-ით გამართლდა. ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად. არაერთხელ მითქვამს, რომ ბრძენი ადამიანი არასდროს ჩაიგდებს თავს განსაცდელში, წინასწარ განსჭვრეტს, რომ აირიდოს თავიდან მოსალოდნელი განსაცდელი, ჭკვიანი ადამიანი კი ცდილობს, არსებული მდგომარეობიდან, შექმნილი პრობლემიდან, მისი შეცდომიდან იპოვოს კარგი გამოსავალი.

ახლა მთავარია, ჭკუა მაინც აღმოაჩნდეთ, სიბრძნეს რაც შეეხება, ვხედავთ, რომ სიბრძნე არც ეკლესიაში და არც ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, არ აღმოგვაჩნდა. მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო", - განაცხადა მეუფე პეტრემ და აღნიშნა, რომ რაც მოხდა, არის "კაგებეშნიკური", მზაკვრული, დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა".

"თუ მამა გიორგის ამბავი გონივრულად, სახელმწიფოებრივად არ გადაწყდება, დამერწმუნეთ, გირგვლიანის და ყველა სხვა 9-წლიანი უსინდისო მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებს შეიძლება აღემატებოდეს, თუ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბოლომდე სახელმწიფოებრივად სამართლიანად და მართლმადიდებლურად არ იქნება გადაწყვეტილი", - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეჭვობს, რომ "ეს ყველაფერი ასევე მიმართული იყო ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის წინააღმდეგ". მეუფე პეტრეს არ დაუკონკრეტებია, ვინ ებრძვის მეუფე დიმიტრის.

"გარდა პირადი ინტერესებისა, ჩემი ეჭვია, რომ ეს ყველაფერი ასევე იყო მიმართული ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ, მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ... დღემდე იბრძვიან ის ძალები, რომლებმაც მსგავსი მმართველობა დაამკვიდრა ქვეყანაში და ეკლესიაში. სამწუხაროდ, ამ ქალის ( შორენა თეთრუაშვილი) მმართველობა ათწლეულების მანძილზე არის ყველაზე დიდი ტრაგედია და ნამდვილად ამ საუკუნო პრობლემას ჩვენ ქართველი ერი ერთად და ქრისტეს მოსიყვარულე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ეროვნული სულისკვეთების ადამიანები აუცილებლად ერთად მივიყვანთ ბოლომდე. შორენა წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ", - განაცხადა მეუფე პეტრემ.
18:19 / 18-02-2017
დროა გამოფხიზლდეს ერი რა დაგემარტატ ხალხნო ვისი სატამასჰოებად ხარტ ქცეულები იქნებ ეხლა მაინც გამოიგვიზოტ და დაიცვატ ტქვენი ცინაპრების დანატოვარი სიცმინდე
lali
11:38 / 18-02-2017
ძალიან თბილი ფოტოა,როგორც სულიერი მამა-შვილის და ბიძა-ძმისშვილის.
!!!
მსგავსი სიახლეები
"ჩანაწერში, რომელიც მოვისმინე, ციანიდზე საუბარი არ არის"
+VIDEO როგორც დეკანოზმა აღნიშნა, პატრიარქის დაცვის დანარჩენი შემადგენლობა საპატრიარქოშია
გიორგი მამალაძე სტაციონარულ მკურნალობას აღარ საჭიროებს
შესაძლებელია დღეს საპატრიარქოში პატრიარქთან შესახვედრად გადაიყვანონ
"საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი შემთხვევა"
სახალხო დამცველის თქმით, ის დაინტერესებულია, გაიგოს მეტი ინფორმაცია, თუ რა მოხდა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:55 / 25-02-2017  Image ხვალ შენდობის დღეა
კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება,
14:22 / 25-02-2017  Image "მისი ყოველი დაძინება ლატარიაა, შეიძლება დაიძინოს და ვერ გაიღვიძოს" - გადავარჩინოთ ორი შვილის მამა
"უნდა რომ თავის ორი პატარა ვაჟკაცის წარმატებები მათთან ერთად გაიზიაროს"
15:01 / 25-02-2017  Image არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს
ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის დაცვის სამსახურში წლებია მუშაობს
09:58 / 25-02-2017  Image "ბიბლუსი გალერეაში" "ლიბერთინსის" სერიით გამოცემული წიგნის "გამარჯვებულის" პრეზენტაცია გაიმართა
"გამარჯვებულის" მოლოდინში "ბიბლუსი გალერეასთან" თინეიჯერების დიდი რიგი დადგა
08:54 / 25-02-2017  Image ახალი დეტალები ქუთაისში 18 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ
+VIDEO პაციენტი კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49