"ძალიან დიდ შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად" - მეუფე პეტრეს ეჭვით, "ეს ყველაფერი" პატრიარქის ძმისშვილის, მეუფე დიმიტრისადმი იყო მიმართული

"ძალიან დიდ შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად" - მეუფე პეტრეს ეჭვით, "ეს ყველაფერი" პატრიარქის ძმისშვილის, მეუფე დიმიტრისადმი იყო მიმართული

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა.

"მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო", - ამის შესახებ მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განუცხადა.

"მოვინახულე მამა გიორგი. მადლობა ღმერთს, ჩემი პროგნოზი და ეჭვები შეიძლება ითქვას, რომ თითქმის 100%-ით გამართლდა. ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად. არაერთხელ მითქვამს, რომ ბრძენი ადამიანი არასდროს ჩაიგდებს თავს განსაცდელში, წინასწარ განსჭვრეტს, რომ აირიდოს თავიდან მოსალოდნელი განსაცდელი, ჭკვიანი ადამიანი კი ცდილობს, არსებული მდგომარეობიდან, შექმნილი პრობლემიდან, მისი შეცდომიდან იპოვოს კარგი გამოსავალი.

ახლა მთავარია, ჭკუა მაინც აღმოაჩნდეთ, სიბრძნეს რაც შეეხება, ვხედავთ, რომ სიბრძნე არც ეკლესიაში და არც ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, არ აღმოგვაჩნდა. მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო", - განაცხადა მეუფე პეტრემ და აღნიშნა, რომ რაც მოხდა, არის "კაგებეშნიკური", მზაკვრული, დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა".

"თუ მამა გიორგის ამბავი გონივრულად, სახელმწიფოებრივად არ გადაწყდება, დამერწმუნეთ, გირგვლიანის და ყველა სხვა 9-წლიანი უსინდისო მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებს შეიძლება აღემატებოდეს, თუ ბოლომდე სახელმწიფოებრივად სამართლიანად და მართლმადიდებლურად არ იქნება გადაწყვეტილი", - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეჭვობს, რომ "ეს ყველაფერი ასევე მიმართული იყო ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის წინააღმდეგ". მეუფე პეტრეს არ დაუკონკრეტებია, ვინ ებრძვის მეუფე დიმიტრის.

"გარდა პირადი ინტერესებისა, ჩემი ეჭვია, რომ ეს ყველაფერი ასევე იყო მიმართული ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ, მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ... დღემდე იბრძვიან ის ძალები, რომლებმაც მსგავსი მმართველობა დაამკვიდრა ქვეყანაში და ეკლესიაში. სამწუხაროდ, ამ ქალის ( შორენა თეთრუაშვილი) მმართველობა ათწლეულების მანძილზე არის ყველაზე დიდი ტრაგედია და ნამდვილად ამ საუკუნო პრობლემას ჩვენ ქართველი ერი ერთად და ქრისტეს მოსიყვარულე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ეროვნული სულისკვეთების ადამიანები აუცილებლად ერთად მივიყვანთ ბოლომდე. შორენა წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი