"პეტროვს ეგონა, ინფორმაციისთვის კომპენსაციას მისცემდნენ" - როგორ იპოვეს სოღანლუღის ტერიტორიაზე რეპრესირებულთა საფლავები?

"პეტროვს ეგონა, ინფორმაციისთვის კომპენსაციას მისცემდნენ" - როგორ იპოვეს სოღანლუღის ტერიტორიაზე რეპრესირებულთა საფლავები?

ჟურნალ "გზასთან"მკითხველი თავსგადახდენილ მეტად საინტერესო ამბავს იხსენებს.

რეზო ჭანტურია:

"1984-2009 წლებში ვმუშაობდი #23-ე მოზრდილთა პოლიკლინიკის მთავარ ექიმად. ეს პოლიკლინიკა დღესაც ფუნქციონირებს ელიაზე.

ერთ მშვენიერ დღეს, ჩემთან შემოიყვანეს სამამულო ომის ინვალიდი პეტროვი. მას ომში ჰქონდა ფეხი დაკარგული და ყავარჯნებით გადაადგილდებოდა. ვიდრე ის ექიმთან თავის რიგს ელოდა, გავესაუბრე. გარდაქმნის - 1986-88 წლები იყო. პეტროვმა მითხრა, რომ მისი მამა, ეროვნებით აზერბაიჯანელი, სოღანლუღელი იყო. დედა კი რუსი ჰყავდა და მის გვარზე გახლდათ ჩაწერილი.

...

მაშინ პეტროვი ყოფილა 7-8 წლის. ერთ დღეს მამამ მას უთხრა, - დედასთან მარტო დაეტოვებინა. პეტროვი ვითომ, ასეც მოიქცა, მაგრამ მერე ცნობისმოყვარეობამ წასძლია და მშობლების დიალოგს ჩუმად მოუსმინა.

მამამ დედას უამბო, ღამით აქ სატვირთო მანქანით მოჰყავთ ხალხი, ხვრეტენ და ერთ დიდ საფლავში ყრიან, დღისით, როცა იქაურობა დავათვალიერე, ახალგათხრილ, დიდი ზომის საფლავებს წავაწყდიო. დედას მეუღლისთვის უთხოვია, მაჩვენე ის ადგილებიო. ბავშვი უფროსების ჩუმად, უკან გაჰყვა.

მოკლედ, მან მითხრა, - კარგად ვიცი, სადაც არის ის ადგილები, დახვრეტილებს მიწაში რომ ყრიდნენო.

ამ ამბიდან 2-3 თვის შემდეგ, გაზეთ "თბილისში"ამოვიკითხე ცნობილი პარტმუშაკის, ქუთათელაძის ქალიშვილის ინტერვიუ. იგი აღწერდა მამის პარტიულ დამსახურებებს და იმას, თუ როგორ მოხვდა ის 1937 წლის რეპრესიებში...

ქალბატონი ქუთათელაძე აღმოჩნდა ჩემი მეგობრის სახლის მეპატრონე, რომელმაც ქუთათელაძემ დამაკავშირა ჟურნალისტს, მან კი, რა თქმა უნდა, თავის მხრივ, პეტროვთან დაკავშირება მოინდომა.

საბოლოოდ, პეტროვმა მათ საფლავები ანახვა. პეტროვი ელოდებოდა, რომ ამ ინფორმაციისთვის მას გარკვეულ კომპენსაციას მისცემდნენ, რადგან ის ძალზე ღარიბულად ცხოვრობდა, მაგრამ არავითარი დახმარება არ მიუღია.

(იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 16 თებერვლის ნომერში)

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი