ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:03 / 17-02-2017
ვასილ მაღლაფერიძე - ბორდს შევთავაზეთ, დაიხუროს ის გადაცემები, რომლებსაც შედარებით დაბალი რეიტინგი აქვს
ბორდს შევთავაზეთ, დაიხუროს ის გადაცემები, რომლებსაც შედარებით დაბალი რეიტინგი აქვს და ეს თანხა მიმართულ იქნეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ახალ გეგმაზე კომენტირების დროს განაცხადა, რომელიც ე.წ. წითელ ზოლში მყოფი დაბალრეიტინგული გადაცემების დახურვას ითვალისწინებს.

ვასილ მაღლაფერიძის მტკიცებით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რომ გამოსწორდეს, ამისთვის რაღაც ნაწილში უნდა გავაკეთოთ ეკონომია.

"ეს არის გრძელვადიანი სამუშაო პროცესი და სერიოზულ ფინანსებს მოითხოვს. არხის რეიტინგს განაპირობებს გადაცემები და მანამდე უნდა გამოსწორდეს არხის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რომ გამოსწორდეს, ამისთვის რაღაც ნაწილში უნდა გავაკეთოთ ეკონომია, რომ ეს თანხები მივმართოთ ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად. ჩვენ სხვა გზა არ ვიცით როგორ უნდა დაიზოგოს თანხა და ბორდს შევთავაზეთ, დაიხუროს ის გადაცემები, რომლებსაც შედარებით დაბალი რეიტინგი აქვს და ეს თანხა მიმართულ იქნეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად. რეიტინგები და შეფასებები ჩვენ არ დაგვიდგენია, ეს არის ობიექტური მთვლელების დადგენილი, აქ ადამიანის ხელი არ ურევია და ჩვენი პრინციპული ხედვაა, რომ ეს არ უნდა მოხდეს სუბიექტური ფაქტორებით“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ახალი გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადიდან ამოღებული უნდა იქნეს ე.წ. წითელ ზოლში მყოფი გადაცემები, რომლებსაც დაბალი რეიტინგი აქვს და "მაყურებლის მიგრაციას" იწვევს, მათ შორისაა გადაცემები: "ხანმოკლე XX საუკუნე", "ეკონომეტრი", "ვაშინგტონი დღეს", "სპორტი 360 გრაუსი", მთავარი", "რეალური სივრცე", "ვექტორი", "სპორტის დაფა", "რადიო თავისუფლება - წითელი ზონა", "ტელემანი", "კაცების დრო", "ც სტუდია", "უცნობი მუსიკა".

საზოგადოებრივი მაუწყებლის 10 გადაცემა თავის მხრებზე ეწეოდა 20 გადაცემას, უფრო სწორად, ვერ ეწეოდა და ამის გამო მაყურებლების რაოდენობა მუდმივად იკლებდა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველმა ია ანთაძემ ახალ გეგმაზე კომენტირების დროს განაცხადა.

ია ანთაძის განცხადებით, ხარისხობრივი და ზეგავლენის კვლევები მოითხოვს როგორც ფინანსებს, ასევე დროს, ამიტომაც არხის მენეჯმენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რეფორმა განხორციელდეს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. მისივე განცხადებით, "ფიფლმეტრებით" გაიზომა არხის რეიტინგი და აღმოჩნდა, რომ "ზოგი გადაცემა არის არხის საშუალო რეიტინგზე მაღალი, ზოგი ინარჩუნებს სტატუს-კვოს, ზოგი კი იწვევს "მაყურებლის მიგრაციას" ანუ მაყურებელი იღებს პულტს და სხვა არხზე რთავს".

ია ანათაძის განცხადებით, მსჯელობის შედეგად უნდა გადაწყდეს, ბორდს სურს თუ არა რეალური რეფორმა.

"რა გადაცემებიც დაგვხვდა ეთერში, მათთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობდა არასდროს, იმიტომ, რომ ეს იყო ტელევიზია, რომელიც ქმნიდა გადაცემებს იმ ნიშნით, რომ ისინი უნდა ყოფილიყო ხარისხიანი, ღირებულებებზე ორიენტირებული. ერთადერთი რასაც არ ითვალისწინებდნენ, იყო ის, - ჰყავს თუ არა მაყურებელი გადაცემებს. ამბობდნენ, რომ ეს არის უმნიშვნელო, შედეგად მივიღეთ ის, რომ წლიდან წლამდე ეცემოდა არხის რეიტინგი და ამას ადასტურებს "ფიფლმეტრებიც" და სხვა კვლევებიც.

იმის გათვალისწინებით, რომ ხარისხობრივი კვლევა და ზეგავლენის კვლევა არის ძალიან გრძელვადიანი კვლევები, რომლებიც მოითხოვს როგორც დროს, ასევე დიდ ფინანსებს, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ თუ რეფორმა გვინდა, აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება რაც შეიძლება ობიექტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით. ეს არის ის კრიტერიუმი, რომლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არ შეიძლება კითხვა
გაჩნდეს, ეს არის შეწონილი რეიტინგი ყველა გადაცემის 12 სექტემბრიდან 12 თებრვლამდე 6 თვის განმავლობაში, რომლის მიხედვითაც ზოგი გადაცემა არის არხის საშუალო რეიტინგზე მაღალი, ზოგი ინარჩუნებს სტატუს-კვოს, ზოგი კი იწვევს "მაყურებლის მიგრაციას" ანუ მაყურებელი იღებს პულტს და სხვა არხზე რთავს.

მარტივად რომ ვთქვათ, არხის 10 გადაცემას ზურგში ჰქონდა მოკიდებული ე.წ ყვითელ ზოლში მყოფი ხუთი გადაცემის და ე.წ წითელ ზოლში მყოფი 15 გადაცემის ტვირთი", - განაცხადა ია ანთაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წევრმა, გიორგი გვიმრაძემ არხის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების ნაწილის დახურვისა და ნაწილის სამაუწყებლო ბადეში დატოვების სავარაუდო გეგმა წარუდგინა.

გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადეში რჩება ე.წ მწვანე ზოლში არსებული გადაცემები, რომლებიც იზიდავს მაყურებელს და რეიტინგი მაღალია. მათ შორისაა გადაცემები: "გამომძიებელი რეპორტიორი", "გურმანი", "ფერმა", "ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ", "შაბათს საღამოს ლიზასთან", "წიგნების თარო", "ტელებლოგი", "პირადი ექიმი", "სიტყვების თამაში", "გააგრძელე საქართველოს ისტორია".

ასევე, სამაუწყებლო ბადეში რჩება მეორე კატეგორია, ე.წ ყვითელ ზოლში მყოფი გადაცემები, რომლებიც საშუალო რეიტინგისაა, მათ შორისაა, "დოკუმენტური ფილმების სტუდია", "ეპოქა", "დღე მუზეუმში", "რადიო თავისუფლება - ინტერview".

გიორგი გვიმრაძის გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადიდან ამოღებული უნდა იქნეს ე.წ წითელ ზოლში მყოფი გადაცემები, რომლებიც დაბალი რეიტინგისაა და "მაყურებლის მიგრაციას" იწვევს, მათ შორისაა გადაცემები: "ხანმოკლე XX საუკუნე", "ეკონომეტრი", "ვაშინგტონი დღეს", "სპორტი 360 გრაუსი", მთავარი", "რეალური სივრცე", "ვექტორი", "სპორტის დაფა", "რადიო თავისუფლება - წითელი ზონა", "ტელემანი", "კაცების დრო", "C სტუდია", "უცნობი მუსიკა".

არხის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ეს საბოლოო ვარიანტი არ არის და საკითხზე მუშაობას სამშაბათს, 21 თებერვალს გააგრძელებენ.
19:54 / 17-02-2017
ტელემაყურებელი
0
ისეთი ნათქვამია, თითქოს ერთი გადაცემა მაინც იყოს, რომელსაც მაღალი რეიტიგი ჰქონდეს. ძალიან გამიკვირდება თუ მთელ საქართველოში ამ არხს საერთოდ 100 კაცზე მეტი თუ უყურებს.
მსგავსი სიახლეები
ფაქტობრივად, საზ. მაუწყებლის დაფინანსებით, საზოგადოება თავად აფინანსებს ამ დაავადებისადმი მიდრეკილების ზრდასაც
AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა რომ, GDS-ის რამდენიმე თანამშრომელი სამუშაოდ "იმედზეც" გადავიდა
"საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება სერიოზული კონკურენტი და ფლაგმანი ქართულ ტელესივრცეში"
შევიტყვე რა, რომ სხვა გადაცემებთან ერთად დაბალი რეიტინგის გამო განზრახულია "წითელი ზონის" და "უცნობი მუსიკის" დახურვა...
"საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება არ აქვს მოგებაზე ორინტირებული იყოს"
"რუსთავი 2-ის შემოსავალი წელს იყო დაახლოებით 41.5 მილიონი. ტელეიმედის გაცილებით ნაკლები - დაახლოებით 26 მლნ"
"საზოგადოებრივ მაუწყებელში არავითარი სია არ არსებობს იმ პირების, ვინც სამსახურიდან უნდა გაუშვან"
PHOTO+VIDEO ყოველდღიურად ნადგურდება ისტორიული ღირებულების მქონე ვიდეო/აუდიო და ფოტო არქივი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:21 / 22-07-2017  Image თეა წულუკიანმა გერგეთის სამების ტაძარში ჯვარი დაიწერა
+PHOTO| თეა წულუკიანმა მეუღლესთან ხელი გასული წლის 4 დეკემბერს მოაწერა
17:23 / 22-07-2017  Image ფოტოები ავარიის ადგილიდან, რომელშიც თბილისის ყოფილი მერი მძიმედ დაშავდა
ერთმანეთს ოპელის, მერსედესისა და ჰონდას მარკის ავტომობილები შეეჯახა
11:33 / 22-07-2017  Image როგორ გადაარჩინა ქართველმა ახალგაზრდამ აშშ-ში ავარიის დროს ორი ამერიკელი ცოცხლად დაწვას
PHOTO+VIDEO "ჩემმა სიძემ, დაუფიქრებლად, ფაქტიურად გაწირა თავი რომ გადაერჩინა ადამიანები"
15:02 / 22-07-2017  Image "ახლა ყველაზე მეტს და უფრო საინტერესოს სიჩუმით ვსაუბრობ..." - ვისმა "მისტიციზმმა" გაიტაცა და რატომ აღარ ჩანს პეტრე კოლხი
ამოვთქვი და მომავალშიც ბევრს ვიტყვი...
13:33 / 22-07-2017  Image პრინცესა შარლოტა 30 წლის წინანდელ ფეხსაცმელს ატარებს, რომელიც ბავშვობაში ბიძამისს, პრინც ჰარის ეცვა
"შარლოტას დაბადება ფანტასტიკური მოვლენაა, ის ზეციური საჩუქარია"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49