მიტროპოლიტი პეტრე - მეუფე იაკობმა ბერობის აღთქმა ღვთისა და ჩემს წინაშე დადო, ამიტომ იმედი მაქვს, გონს მოეგება

მიტროპოლიტი პეტრე - მეუფე იაკობმა ბერობის აღთქმა ღვთისა და ჩემს წინაშე დადო, ამიტომ იმედი მაქვს, გონს მოეგება

მე ვიღებ პასუხისმგებლობას მეუფე იაკობის ბერად და მღვდლად მომზადებისთვის, მაგრამ არანაირად არ ვიღებ პასუხისმგებლობას მის მღვდელმთავრობაზე, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თმით, მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მეუფე იაკობი პატრიოტი ადამიანია, მაგრამ ის არის უნებლიე შემადგენელი ნაწილი არსებული ინტრიგების.

”მეუფე იაკობი ყაზბეგში ჩემი მოღვაწეობისას, პატრიარქის კურთხევით, წლების მანძილზე სოფელ სნოში გადიოდა მორჩილებას ჩემს ხელში და მე ვამზადებდი მას ბერად. ჩემი გადაწყვეტილებით, როდესაც მისი ბერად აღკვეცის დრო დადგა, უფლისა ჩვენისა და იესო ქრისტესი და ანგელოსთა დასთან ერთად, რომლებიც უხილავად მონაწილეობდნენ ამ რიტუალში, ხილულად ვიყავი მე. აღთქმა ბერობისა მან ღვთისა და ჩემს წინაშე დადო. აქედან გამომდინარე, იმედია, გონს მოეგება და კარგად დაფიქრდება, თუ რა არის მთავარი ქვეყნისთვის და ეკლესიისთვის.

მე ვიღებ პასუხისმგებლობას მეუფე იაკობის ბერად და მღვდლად მომზადებისთვის, მაგრამ არანაიარად არ ვიღებ პასუხისმგებლობას მის მღვდელმთავრობაზე”, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი