კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
20:34 / 17-02-2017
პატრიარქის ძმიშვილის მრავალშვილიანი ოჯახი
საქართველოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას მთელი ერი გულშემატკივრობდა. საოპერაციოდ ბერლინში ჩასულ პატრიარქს ამ დღეების განმავლობაში გვერდიდან არ მოშორებია მისი ერთგული მეგობარი და ნათესავი, მისი ძმიშვილი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის თავმჯდომარე მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი.

მეუფის შესახებ საზოგადოებისთვის არც ისე ბევრია ცნობილი და ახლა მის მიმართაც იმატა ყურადღებამ. განსაკუთრებით მას მერე, რაც პატრიარქის შესაძლო მემკვიდრეებს შორის საკმაოდ აქტიურად გაისმა მისი სახელიც. საზოგადოების ყურადღებას მეუფე დიმიტრი იმიტომაც იპყრობს, რომ პატრიარქის ერთ-ერთი ყველაზე ახლო ადამიანია და მისი უახლოესი ნათესავი.

როგორც ცნობილია, ილია მეორეს (ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილს), რომელიც 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა, ჰყავდა დედმამიშვილები: ძმები - თეიმურაზი, შოთა, ვიქტორი, და – ნინო.

პატრიარქის და-ძმა მონაზონი ნატალია და ახალშესვენებული ბერი გიორგი (შიოლაშვილი) უფროსი ძმა ვიქტორი, რომელიც ბერი გიორგის სახელით მოღვაწეობდა, რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა. მეუფე დიმიტრი კი ილიას ძმის შოთას შვილი გახლავთ. ერისკაცობაში ნოდარ (ჭაბუკა) შოთას ძე შიოლაშვილი. დაიბადა
You must have Flash Player installed in order to see this player.
1961 წლის 16 თებერვალს მცხეთაში. ყმაწვილობიდან იგი იზრდებოდა ბიძის, იმხანად მეუფე ილიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მეთვალყურეობით. 1979 წელს დაამთავრა მცხეთის საშუალო სკოლა და ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია საეკლესიო ისტორიაში და დაბრუნდა საქართველოში. მისმა უწმიდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 1985 წლის 28 ივლისს დიაკვნად, 1986 წლის 12 იანვარს მღვდლად აკურთხა და განაწესა ბათუმის წმ. ნიკოლოზის ტაძარში მღვდელმსახურად. 1987-1988 წლებში მსახურობდა ალავერდის ტაძარში, 1988-1989 წლებში – თბილისის ანჩისხატის საკათოლიკოსო ტაძარში, იმავდროულად ლექციებს კითხულობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში... განაგრძეთ კითხვა

10:58 / 18-02-2017
Gaixaret
Koba
00:31 / 18-02-2017
ღატაკს ნამდვილად არ გავს...
eh
მსგავსი სიახლეები
"ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პრემიერმა კახეთის გუბერნატორს დაურეკა და ოჯახისთვის სახლის მოძიება დაავალა"
"...ის ვერ იტანდა თავის ცოლს! ვერ იტანდა"
რა როლი აქვს სექსს ქორწინებაში, ამაზე სექსოლოგი ანდრო კანდელაკი საუბრობს
კლინიკური ფსიქოლოგის ირმა კვაჭაძის შეტყობინება მშობლებს
"სულაც არ მიაჩნია, რომ შვილები მისი კარიერისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია"
+VIDEO 3 მცირეწლოვან ბავშვთან, ძაღლთან და თევზებთან ერთად ორი მახრჩობელა გველი იზრდება
ამბობდა, "გოგოებს მხოლოდ ჩემი გმირები უყვართ, რომლებსაც ვთამაშობ და მე კი არაო"
მე და ჩემი პატარა ნენე, ერთმანეთს უამრავ რამეს ვასწავლით...
"თუ ვინმეს რამე დახმარება შეუძლია, ჩვენთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:55 / 25-02-2017  Image ხვალ შენდობის დღეა
კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება,
14:22 / 25-02-2017  Image "მისი ყოველი დაძინება ლატარიაა, შეიძლება დაიძინოს და ვერ გაიღვიძოს" - გადავარჩინოთ ორი შვილის მამა
"უნდა რომ თავის ორი პატარა ვაჟკაცის წარმატებები მათთან ერთად გაიზიაროს"
15:01 / 25-02-2017  Image არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს
ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის დაცვის სამსახურში წლებია მუშაობს
09:58 / 25-02-2017  Image "ბიბლუსი გალერეაში" "ლიბერთინსის" სერიით გამოცემული წიგნის "გამარჯვებულის" პრეზენტაცია გაიმართა
"გამარჯვებულის" მოლოდინში "ბიბლუსი გალერეასთან" თინეიჯერების დიდი რიგი დადგა
08:54 / 25-02-2017  Image ახალი დეტალები ქუთაისში 18 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ
+VIDEO პაციენტი კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49