პატრიარქის ძმიშვილის მრავალშვილიანი ოჯახი

პატრიარქის ძმიშვილის მრავალშვილიანი ოჯახი

საქართველოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას მთელი ერი გულშემატკივრობდა. საოპერაციოდ ბერლინში ჩასულ პატრიარქს ამ დღეების განმავლობაში გვერდიდან არ მოშორებია მისი ერთგული მეგობარი და ნათესავი, მისი ძმიშვილი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის თავმჯდომარე მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი.

მეუფის შესახებ საზოგადოებისთვის არც ისე ბევრია ცნობილი და ახლა მის მიმართაც იმატა ყურადღებამ. განსაკუთრებით მას მერე, რაც პატრიარქის შესაძლო მემკვიდრეებს შორის საკმაოდ აქტიურად გაისმა მისი სახელიც. საზოგადოების ყურადღებას მეუფე დიმიტრი იმიტომაც იპყრობს, რომ პატრიარქის ერთ-ერთი ყველაზე ახლო ადამიანია და მისი უახლოესი ნათესავი.

როგორც ცნობილია, ილია მეორეს (ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილს), რომელიც 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა, ჰყავდა დედმამიშვილები: ძმები - თეიმურაზი, შოთა, ვიქტორი, და – ნინო.

პატრიარქის და-ძმა მონაზონი ნატალია და ახალშესვენებული ბერი გიორგი (შიოლაშვილი) უფროსი ძმა ვიქტორი, რომელიც ბერი გიორგის სახელით მოღვაწეობდა, რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა. მეუფე დიმიტრი კი ილიას ძმის შოთას შვილი გახლავთ. ერისკაცობაში ნოდარ (ჭაბუკა) შოთას ძე შიოლაშვილი. დაიბადა 1961 წლის 16 თებერვალს მცხეთაში. ყმაწვილობიდან იგი იზრდებოდა ბიძის, იმხანად მეუფე ილიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მეთვალყურეობით. 1979 წელს დაამთავრა მცხეთის საშუალო სკოლა და ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია საეკლესიო ისტორიაში და დაბრუნდა საქართველოში. მისმა უწმიდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 1985 წლის 28 ივლისს დიაკვნად, 1986 წლის 12 იანვარს მღვდლად აკურთხა და განაწესა ბათუმის წმ. ნიკოლოზის ტაძარში მღვდელმსახურად. 1987-1988 წლებში მსახურობდა ალავერდის ტაძარში, 1988-1989 წლებში – თბილისის ანჩისხატის საკათოლიკოსო ტაძარში, იმავდროულად ლექციებს კითხულობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი