"აუდიტორია 115"-ის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა

"აუდიტორია 115"-ის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა

"აუდიტორია 115"-ის ორგანიზებით ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ქვეყანაში შექმნილ შრომის პოლიტიკას და სამუშაო ადგილებზე არსებულ ვითარებას აპროტესტებენ.

ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გადასახედია შრომის კოდექსი. საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან რუსთავის "აზოტის" გათავისუფლებული თანამშრომლები, პროფკავშირების წარმომადგენლები, სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოსა" და "ბიბლუსის" რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი.

საპროტესტო აქცია, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ბიბლუსის" მაღაზიასთან დაიწყო, თავისუფლების მოედანზე "საქართველოს ბანკის" ოფისთან დასრულდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი