ჩაფიძის კლინიკასთან მისული დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლობლები ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ითხოვენ

ჩაფიძის კლინიკასთან მისული დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლობლები ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ითხოვენ

ჩაფიძის კარდიოლოგიურ კლინიკასთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლობლები და ოჯახის წევრები იმყოფებიან, რომლებიც დეკანოზის მკურნალი ექიმის ნახვას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგებას ითხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დეკანოზ გიორგი მამალაძის დეიდამ განუცხადა, მათ დაახლოებით ერთი საათის წინ შეიტყვეს, რომ გიორგი მამალაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მათი ინფორმაციით, კონკრეტული მიზეზი კლინიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ განუმარტავთ.

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაახლოებით ერთი საათია იმყოფებიან ადვოკატები, რომლებმაც შესვლამდე კომენტარი არ გააკეთეს. კომენტარს არც ჩაფიძის კლინიკაში აკეთებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი