როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის პირველი კომენტარი

როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის პირველი კომენტარი

დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა გიორგი ლაზარაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, დეკანოზი კლინიკაში სინკოპეს (გონების კარგვის) დიაგნოზით არის შეყვანილი, მიმდინარეობს დაავადების აღმოფხვრის შესაბამისი ღონისძიებები. ბაზარაშვილის განცხადებითვე, პაციენტი კონტაქტურია და მასთან მხოლოდ ადვოკატების შეშვება მოხერხდა.

"პაციენტი შემოყვანილია გონების კარგვის დიაგნოზით. მისივე გადმოცემით, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უტარდება პროტოკოლით გაწერილი ღონისძიებები. მნახველების შეშვება არ ხდება, ვინაიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არის გადმოყვანილი. მასთან მხოლოდ ადვოკატები შევიდნენ. როდის მოხდება მისი კლინიკიდან გაწერა, ჯერჯერობით ამაზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან რიგი ღონისძიებებია გასატარებელი. ხვალ, 12.00 საათზე გაკეთდება განცხადება და მოგაწვდით მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას", - განაცხადა ექიმმა, გიორგი ლაზარაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: რა დიაგნოზით მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი