"მივმართავ მისი ოჯახის წევრებს, არ ინერვიულონ" - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი

"მივმართავ მისი ოჯახის წევრებს, არ ინერვიულონ" - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას თქმით, მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ციხის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება მისი კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა ბოლო 4 დღის განმავლობაში არადამაკმაყოფილებელი იყო.

"მამა გიორგის მდგომარეობა ბოლო 4 დღის განმავლობაში არ იყო დამაკმაყოფილებელი, აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა და წნევის ცვალებადობა. ასეთი მდგომარეობიდან გამომდინარე, ციხის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება მისი კლინიკაში გადმოყვანასთან დაკავშირებით. თქვენი მეშვეობით მივმართავ მისი ოჯახის წევრებს, არ ინერვიულონ, მშვიდად იყვნენ, მამა გიორგის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი