როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში - ამინდის ვრცელი პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში - ამინდის ვრცელი პროგნოზი

21 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ და ზეგ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში ხვალ ღამით -1:+4 გრადუსი იქნება, ზოგან -5-მდე; დღისით - 8;13 გრადუსი, მთაში ღამით -10; -5 გრადუსია მოსალოდნელი; დღისით - 2;7 გრადუსი; მაღალ მთაში ღამით -17;-12 გრადუსი; დღისით - 0;5 გრადუსი;

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში ღამით -6;-1 გრადუსი; ზოგან -11 გრადუსამდე. დღისით - 7;12; მთაში ღამით - -13;-8 გრადუსი; დღისით - 1;6 გრადუსი; მაღალ მთაში ღამით - -15;-10; ზოგან -20 გრადუსამდე; დღისით -1;+4 გრადუსი; ზოგან - -5 გრადუსამდე.

თბილისში ხვალ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ღამით -4; დღისით 11 გრადუსი იქნება.

უნალექო ამინდი საქართველოში 21 თებერვლამდე შენარჩუნდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი