როგორია მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია კარდიოლოგიის ცენტრიდან

როგორია მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა  - უახლესი ინფორმაცია კარდიოლოგიის ცენტრიდან

მამა გიორგის გულის ოპერაცია აქვს გადატანილი, ორჯერ ჰქონდა კლინიკური სიკვდილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარმა მარიამ ტარიელაძემ განუცხადა, რომელიც ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში იმყოფება.

"3 წლის წინ ჰქონდა შემთხვევა, როცა გული გაუჩერდა, მისი გადარჩენა შეძლეს ექიმებმა. მეორეჯერ, დიაგნოსტიკის ტესტირების დროს გაუჩერდა გული და გაუკეთეს სტენდირება. ოპერაციის შემდეგაც რამდენჯერმე იყო ისე, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა და ამ ემოციისა და სტრესული მდგომარეობის შემდეგ ისევ რომ საავადმყოფოშია, არ არის გასაკვირი. ჩვენ არ ვიცით დეტალები, მედიით ვიგებთ ყველაფერს", - აღნიშნა მარიამ ტარიელაძემ.

ექიმ ზაზა ლაზარაშვილის განცხადებით, პაციენტი რჩება კლინიკაში და ყველა კვლევის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ მკურნალობის რა ფორმა სჭირდება.

"გრძელდება მკურნალობა და კვლევები იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც მის მდგომარეობას შეესაბამება. ჯერჯერობით რჩება კლინკაში, ტარდება კვლევები, რომელთა უმრავლესობაც მოითხოვს დროს, ზოგიერთი კვლევა 24 საათს საჭიროებს. როდესაც ყველა მონაცემი გაანალიზდება, მივიღებთ გადაწყვეტილებას, მკურნალობის თუ რა ფორმა სჭირდება შემდგომ. პაციენტი შემოვიდა სინკოპეს (გონების კარგვის) დიაგნოზით, თუმცა ამავე დროს ყურადღებას იპყრობდა ცხელება და ამიტომ ხდება კომპლექსური კვლევები. მოწვეულია სხვადასხვა სპეციალისტი, მათ შორის ინფექციონისტი, ნევროლოგი და სხვა", - განაცხადა ზაზა ლაზარაშვილმა.

დეკანოზი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში გუშინ გადაიყვანეს. ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორის ზაზა ლაზარაშვილის განცხადებით, დეკანოზი კლინიკაში სინკოპეს (გონების კარგვის) დიაგნოზით შეიყვანეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი