ჩაფიძის კლინიკასთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლობლები არიან შეკრებილი

ჩაფიძის კლინიკასთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლობლები არიან შეკრებილი

ჩაფიძის კლინიკასთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლობლები არიან შეკრებილი. კლინიკის მიმღებში ერთი სასულიერო პირიც იმყოფება, რომელიც ამბობს, რომ "მამა გიორგის ლოცვით გააძლიერებს".

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის მიმღებში დეკანოზ გიორგის მამალაძის მოსწავლემ, ნელი ხუციშვილმა განუცხადა, არ სჯერა და არც არასდროს დაიჯერებს ბრალს, რასაც მამა გიორგის უყენებენ.

"მამა გიორგი იყო ჩემი კლასის დამრიგებელი წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბათუმის სკოლა-გიმნაზიაში. 9 წელია ვიცნობ, ძალიან დადებითი და განათლებული პიროვნებაა. სამწუხაროა, რასაც აბრალებენ, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პატრიარქისთვის საკუთარ სიცოცხლეს გაწირავდა. არასდროს ყოფილა რადიკალური რაიმე საკითხის მიმართ. ყოველთვის გვისმენდა და ცდილობდა ეპოვა შესაბამისი გზა, რომ კარგად გადმოეცა ამა თუ იმ პრობლემურ საკითხზე საკუთარი მოსაზრება", - განაცხადა ნელი ხუციშვილმა.

ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორის ზაზა ლაზარაშვილის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება აუცილებელი კვლევები. მისივე განმარტებით, მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა, გამოირიცხა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი