"ფილტვების ანთება აქვს და მაღალი სიცხეებიც ამას უკავშირდებოდა" - ბოლო ინფორმაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ფილტვების ანთება აქვს და მაღალი სიცხეებიც ამას უკავშირდებოდა" - ბოლო ინფორმაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

სტამბოლის ერთ-ერთი კლინიკიდან, სადაც მამა გიორგიმ გულის ოპერაცია გაიკეთა, ველოდებით მონაცემებს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა პრობლემა ჰქონდა გულზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მაია ზოიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, მამა გიორგი კლინიკაში რჩება გამომდინარე იქედან, რომ ზოგიერთი კვლევის პასუხს 24 საათი სჭირდება და ასევე, მას აქვს პნევმონია.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე ნორმალურია. რაც შეეხება იმას, თუ რა სჭირს, როგორც ექიმმა გვითხრა ეს არის პნევმონია (ფილტვების ანთება), მაღალი სიცხეებიც ამას უკავშირდებოდა. გარდა ამისა, გამომდინარე იქედან, რომ მას გადატანილი აქვს მძიმე ოპერაცია გულზე, უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება გულთან იყოს დაკავშირებული და უტარდება გამოკვლევები. ექიმის თქმით, 24 საათი სჭირდება კვლევებს. შესაბამისად, არ არის ცნობილი როდემდე დარჩება მამა გიორგი კლინიკაში", - განაცხადა მია ზოიძემ.

დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ადვოკატების შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დეკანოზი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაფიძის კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი