"მე ვიცნობ მამა გიორგის, ეს ყველასთვის მოულოდნელია..." - მამა გიორგი ზვიადაძის კომენტარი დეკანოზის დაკავებასა და პატრიარქის ვიდეომიმართვაზე

"მე ვიცნობ მამა გიორგის, ეს ყველასთვის მოულოდნელია..." - მამა გიორგი ზვიადაძის კომენტარი დეკანოზის დაკავებასა და პატრიარქის ვიდეომიმართვაზე

მე არ ვიცი ვინც გაავრცელა არასრული ვერსია, რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდა ეს პიროვნება, რა მიზანდასახულობა ჰქონდა მას, ძალიან რთულია საუბარი იმის შესახებ თუ რატომ გააკეთა რომელიმე პიროვნებამ ეს, როცა საკუთარ თავს მისცა უფლება, გაევრცელებინა პატრიარქის მიმართვის არასრული ვერსია, - ამის შესახებ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საუბრისას განაცხადა და გამოეხმაურა პატრიარქის 16 თებერვლის მიმართვის არასრულად გავრცელების საკითხს.

მისივე განცხადებით, ის არ ფლობს ინფორმაციას თუ ვინ გაავრცელა მიმართვის არასრული ვერსია, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს გავრცელა მან, ვინც გადაიღო.

მამა გიორგი ზვიადაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ წაყენებულ ბრალდებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არავის აქვს მოლოდინი, რომ მამა გიორგიმ განიზრახა ხელყოფა პატრიარქის ან რომელიმე მაღალი საეკლესიო პირის სიცოცხლის.

"ცხადზე უცხადესია, თუ რა მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდით ყველა როცა გაჩნდა ასეთი ეჭვი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით. ძალიან მძიმე ბრალდებაა საქართველოს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფა ან რომელიმე საეკლესიო პირის, ან რომელიმე ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ მკვლელობა, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არის უმძიმესი ცოდვა, მაგრამ ეს ცოდვა კიდევ უფრო მძიმდება როდესაც ვინმეს შეიძლება განზრახვა ჰქონდეს ხელყოს საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის სიცოცხლე.

როცა პატრიარქი თვლის, რომ ისაუბროს ამ სიტყვებით, რა თქმა უნდა, პატრიარქი არის უგონიერესი ადამიანი, უდიდესი ავტორიტეტის მქონე პიროვნება და ეს მთელმა საზოგადოებამ იცის, არა მარტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, არამედ მთელ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, ამიტომ აუცილებელია იმის გარკვევა, რატომ იყო საჭირო ამ მიმართვის შემცირებული სახით წარმოდგენა. ძალიან რთულია რაიმე ეჭვის გამოთქმა, მე სასულიერო პირი ვარ, ჩვენ ყველანი შეწუხებულები ვართ, ეკლესიისთვის ეს არის უმძიმესი საკითხი და ყველანი განვიცდით ამას. მე პირადად ვიცნობ მამა გიორგის, ყველასთვის მოულოდნელია ეს. არავის არ აქვს მოლოდინი, რომ მამა გიორგიმ განიზრახა ხელყოფა რომელიმე მაღალი საეკლესიო პირის სიცოცხლის.

საქართველოს საპატრიარქოს არ აქვს საფუძველი და მიზეზი რომ არ ენდოს გამოძიებას, ეჭვი შეიტანოს გამოძიებაში. დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ყურადღებით დააკვირდება ამ მოვლენებს. უნდა აღვნიშნო, რომ მთავარმა პროკურატურამ მისცა საპატრიარქოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა, რომ მასალებს გაცნობოდნენ. უნდა დაველოდოთ მისი უწმინდესობის ჩამობრძანებას და ალბათ კიდევ რამდენიმე დღე იქნება საჭირო, რომ ეკლესიამ პროკურატურასთან ერთად ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. როგორიც არ უნდა იყოს სიმართლე, საქართველოს ეკლესია არის ინსტიტუცია, რომელსაც ყველაზე მეტად მართებს, რომ თვალი გაუსწოროს სიმართლეს", - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი