არქიმანდრიტი მამა შიო ე.წ. "ციანიდის საქმეზე"

არქიმანდრიტი მამა შიო ე.წ. "ციანიდის საქმეზე"

ნუ განიკითხავთ სხვებს, რადგან რასაც ისმენთ, ხშირად ასე არ არის, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტმა მამა შიომ განაცხადა.

სამებაში წირვა-ლოცვა არქიმანდრიტმა აღავლინა და ქადაგების დროს ის საპატრიარქოს გარშემო ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა.

"მინდოდა მეთქვა, დღევანდელ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე. ძალიან ბევრი ადამიანი დაზაფრულია, შეშინებულია, განსაცდელშია, ძალიან ბევრი განკითხვებშია. მინდა, ყველას გთხოვოთ, განსაცდელი ჩვენ რომ გვინახავს, სად ყოფილა ისეთი, ღვთის წყალობით ამასაც გადავივლით, ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მინდა გთხოვოთ, თქვენც თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ დალაგების საქმეში. ნუ განიკითხავთ სხვებს იმიტომ, რომ რასაც ისმენთ, ხშირად ასე არ არის. ძალიან ნურც ინერვიულებთ. ეცადეთ, რომ ილოცოთ, ვთხოვოთ ღმერთს, გვაპატიოს ცოდვები, როგორც ჩვენ - სასულიერო პირებს, ისევე ერს. ეს არ არის თქვენი საქმე, დავანებოთ განკითხვებს თავი, დავანებოთ მრისხანებით საუბარს თავი, ვისაც ეს საქმე ავალია, მიხედავს, მოაგვარებს, დაამშვიდებს და დააწყნარებს. ჩვენ იმდენი მეოხი გვყავს ზეცაშიც და დედამიწაზეც, რომ ღვთის შეწევნით ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. გთხოვთ, ზომაზე მეტად ნუ ინერვიულებთ და განკითხვას საერთოდ დაანებეთ თავი. მივხედოთ ლოცვას, ვედრებას, რომ ღმერთმა ჩვენც გვაპატიოს და ერს აპატიოს ცოდვები", - მიმართა მრევლს არქიმანდრიტმა შიომ.

არქიმანდრიტმა დღეს მეორედ მოსვლის შესახებ და ადამიანის მიერ მოწყალების გაცემის მნიშვნელობაზე იქადაგა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი