"რუსთავი 2" ჩაირთო და ის აღარ გამოირთვება!" - მხარდამჭერი აქცია ირაკლი ჩარკვიანის სიმღერით "საქართველო" დასრულდა

"რუსთავი 2" ჩაირთო და ის აღარ გამოირთვება!" - მხარდამჭერი აქცია ირაკლი ჩარკვიანის სიმღერით "საქართველო" დასრულდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია დასრულდა. აქცია დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აქციას მხარდამჭერებთან ერთად "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ლიდერები შეუერთდნენ, რომლებმაც პარლამენტის შენობამდე ვარდების მოედნიდან და მთავრობის ადმინისტრაციიდან საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაში სამოქალაქო სექტორისა და სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებიც მონაწილეობდნენ.

მონაწილეებს მიმართეს ტელეკომპანიის ცნობილმა სახეებმა: გიორგი გაბუნიამ, დიანა ჯოჯუამ, ზაალ უდუმაშვილმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, მაია ასათიანმა, ტელეკომპანიის დირექტორმა ნიკა გვარამიამ და სხვებმა.

აქციის დასასრულს "რუსთავი 2"-ის თანმაშრომლები სრული შემადგენლობით სცენაზე ავიდნენ. აქცია დასრულდა ირაკლი ჩარკვიანის ცნობილი სიმღერით "საქართველო", რომელიც "ნიჭიერის" მონაწილეებმა ჟესტების ენაზე შეასრულეს.

"ორდღიანი პაუზის შემდეგ, რუსთავი 2 ჩაირთო და ის აღარ გამოირთვება! თქვენ ხართ ის, ვისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ" - ამ სიტყვებით მიმართა ზაალ უდუმაშვილმა აქციის დასასრულს პარლამენტთან შეკრებილებს.

წაიკითხეთ: პარლამენტთან "რუსთავი 2"- ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - მონაწილეებს ცნობილი სახეები მიმართავენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი