ეს პროვოკაცია, რომელსაც წამოეგო ხელისუფლება, მიმართული იყო მიტროპოლიტ დიმიტრის წინააღმდეგ - მეუფე პეტრე

ეს პროვოკაცია, რომელსაც წამოეგო ხელისუფლება, მიმართული იყო მიტროპოლიტ დიმიტრის წინააღმდეგ - მეუფე პეტრე

აშკარაა ქვეყანაში, ერშიც და ბერშიც, საეკლესიო და სახელისუფლებო მმართველობაში ჩვენ გვაქვს პრობლემა პრინციპულობის, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში, გადაცემა ”იმედის დროსთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ მინისტრზე და საპატრიარქოში შექმნილ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პეტრე ცაავამ აღნიშნა, შესაძლოა პრემიერ მინისტრი დეზინფორმირებულია მამა გიორგი მამალაძის საკითხში და მან სიტუაციაში გასარკვევად სასწრაფო ნაბიჯები უნდა გადადგას.

”პრემიერის გამოსვლას რაც შეეხება, ძალიან ვწუხვარ. მე მას ვიცნობდი, როგორც პატიოსან, მორწმუნე და ეკლესიურად მოაზროვნე ადამიანს. მაგრამ რაც აშკარაა ქვეყანაში, ერშიც და ბერშიც, საეკლესიო და სახელისუფლებო მმართველობაში ჩვენ გვაქვს პრობლემა პრინციპულობის. უპრინციპო ადამიანები არიან წარმოჩენილი. ამის გამო ვართ ამ მძიმე მდგომარეობაში და მე ვფიქრობ, რომ დღეს ქვეყანა როგორც არასდროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიყოს პარტიულ მიმდინარეობებად. დღეს ქვეყანა უნდა დადგეს ფეხზე და უნდა დაიყოს პრინციპულებად და უპრინციპო ადამიანებად. მართლებად და ფარისევლებად.

ორი ვარიანტია ან ის არის დეზინფორმირებული, როგორც პატრიარქი და ეს გარემოცვის ბრალია და მაშინ მან უნდა გადადგას სასწრაფო ნაბიჯები და დაგვიმტკიცოს, რომ მართავს პროცესებს. ხოლო თუ მას აქვს სწორი ინფორმაცია, თუ რა უდანაშაულო მღვდლის გაწირვის მცდელობასთან აქვს საქართველოს ბოროტ ძალებს და ამას აკეთებს, მაშინ ეს უკვე დიდი დანაშაულია”, - განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი