დეკანოზი შალვა კეკელია - თუ მამა გიორგის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი მცდარია, აუცილებლად უნდა დაისაჯოს პროკურორი, რომელმაც ასეთი ბრალდება წაუყენა

დეკანოზი შალვა კეკელია - თუ მამა გიორგის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი მცდარია, აუცილებლად უნდა დაისაჯოს პროკურორი, რომელმაც ასეთი ბრალდება წაუყენა

ვფირქობ, თუ მამა გიორგის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი მცდარია, აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის პროკურორი, რომელმაც ასეთი ბრალდება წაუყენა, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს უამრავი კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გაეცეს, ამ ეტაპზე კი იგი პროკურატურის გამოძიებას ენდობა.

”ჩვენ ამ ეტაპზე პროკურატურის გამოძიებას ვენდობით. გამოძიება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ბოლომდე ითქვას ყველაფერი. ძალიან ბევრი კითხვაა დასმული. მე ვფიქრობ იმასაც, რომ თუ ეს ყველაფერი მცდარია, მაშინ მამა გიორგი, რომელსაც ასეთი ბრალი დაედო - მკვლელობის მცდელობა, არ აქვს მნიშვნელობა ეს მკვლელობა პატრიარქის მიმართ იქნება განხორციელებული თუ ნებისმიერი ერისკაცის მიმართ, უკვე უმძიმესი ბრალია საულიერო პირის მიმართ.

ვფირქობმ რომ თუ ეს ყველაფერი მცდარია და ასე არ არის, აუცილებლად უნდა გაეცეს ყველაფერს პასუხი და დაისაჯოს ის პროკურორი, რომელმაც ასეთი ბრალდება წაუყენა მამა გიორგის. ეს ასე არ უნდა დარჩეს”, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი