სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბერლინიდან თბილისში დღეს, 18:00 საათზე, დაბრუნდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს.
კათოლიკოს-პატრიარქი თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის აეროპორტში ჩარტერული რეისით დაბრუნდება. პატრიარქს აეროპორტში მრევლი, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდებიან.
კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.
უწმინდესს "ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში" 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.