რატომ გაქრა საპატრიარქოდან ილია მეორეს ფაქსიმილე და რაზეა საუბარი პროკურატურაში არსებულ სატელეფონო ჩანაწერებში - ახალი დეტალები "ციანიდის საქმეში"

რატომ გაქრა საპატრიარქოდან ილია მეორეს ფაქსიმილე და რაზეა საუბარი პროკურატურაში არსებულ სატელეფონო ჩანაწერებში - ახალი დეტალები "ციანიდის საქმეში"

ე.წ. ციანიდის საქმეზე ვრცელი სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომელშიც საქმის დღემდე უცნობ არაერთ დეტალზეა ლაპარაკი. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

გიორგი ტიგინაშვილი, თეოლოგი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის მკვლევარი: "უკვე ბევრმა გაიგო სატელეფონო ჩანაწერების ამბავი, საიდანაც, ჩემი ინფორმაციით, დგინდება, რომ სავარაუდოდ, მეუფე იაკობისა და შორენა თეთრუაშვილის მოკვლა იგეგმებოდა. როგორც ვიცი, არც ერთ მათგანს დღესაც ახლოს არ აკარებენ პატრიარქს...

საპატრიარქოს კულუარებში ამბობენ, რომ საოპერაციოდ წასვლის წინ პატრიარქის მდგომარეობა ძალიან დამძიმებული იყო. პროკურატურის ხელთ არსებულ სატელეფონო საუბრებში, ჩემი ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძესთან ერთ-ერთი მაღალი იერარქიის პირი ამბობს, რომ პატრიარქი, შესაძლოა, ოპერაციის დროს დაიღუპოს... ამ ინფორმაციას არ ახმაურებდნენ, რათა პანიკა არ ამტყდარიყო. დღეს უკვე შეიძლება ამაზე ლაპარაკი, რადგან, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. როგორც ვიცი, პატრიარქის გერმანიაში წასვლამდე საპატრიარქოდან გაქრა უწმინდესის ფაქსიმილე. როგორც ამბობენ, უნდა შედგენილიყო წერილი, რომელიც საზოგადოებას უწმინდესის გაყალბებული ხელმოწერით წარედგინებოდა მისი გარდაცვალების შემთხვევაში. წერილში ნათქვამი იქნებოდა, რომ დაქვრივებულ საეკლესიო ტახტს 40 დღის განმავლობაში უხელმძღვანელებდა ერთ-ერთი სასულიერო პირი და ის მოამზადებდა მომავალი პატრიარქის არჩევნებს. სწორედ ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ!" - ამბობს ინტერვიუში თეოლოგი.

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 20 თებერვლის ნომერში ან გახდით საიტის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია ინტერნეტში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი