აეროპორტში პატრიარქის ჩამოსვლას მრევლი ელოდება

 აეროპორტში პატრიარქის ჩამოსვლას მრევლი ელოდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს დასახვედრად სასულიერო პირები და მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი იკრიბება. ისინი იმედოვნებენ, რომ პატრიარქის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.

მათივე განცხადებით, ბოლო დროს საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სწორედ უწმინდესი დაალაგებს. ადგილზე ასევე იმყოფებიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოებას იცავენ. ასევე, ჯებირებით შემოსაზღვრულია ადგილი, სადაც მრევლია შეკრებილი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ბერლინში ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, პატრიარქის მდგომარეობა სტაბილურია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი