პატრიარქის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

პატრიარქის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

ჩვენ ვფიქრობთ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოიტანთ დასკვნას, - ასე გამოეხმაურა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისის აეროპორტში, საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

პატრიარქის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 18:12 საათზე დაეშვა. აეროპორტის დატოვებამდე პატრიარქი და მისი ესკორტი იმ ადგილზე გაჩერდა, სადაც მათ მრევლი, სასულიერო პირები და მედია ელოდებოდა. უწმინდესი მათ მიესალმა, დალოცა და შემდეგ მედიისთვის განცხადება გააკეთა.

"თქვენი ლოცვებით მშვიდობით დავბრუნდი გერმანიიდან ძალიან მძიმე ოპერაციის შემდეგ. მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენი თანადგომისთვის, თქვენი ლოცვებისთვის. მინდა მადლობა მოვახსენო გერმანელ ხალხს, გერმანიის ხელისუფლებას, პროფესიონალებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ოპერაცია მშვიდობით დამთავრებულიყო. დალოცვილი იყავით. სამწუხარო ის არის, რომ აქ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა. ჩვენ ვფიქრობთ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოიტანთ დასკვნას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით და კარგად დამთავრდება. დალოცვილი იყავით. გაიხარეთ", - ბრძანა უწმინდესმა აეროპორტის დატოვებამდე, რის შემდეგაც სამების ტაძარში წაბრძანდა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი