უცნობი ფაქტები ქართველ მსახიობზე, რომელიც წლების წინ ინდოეთის "დედოფალი" გახდა

უცნობი ფაქტები ქართველ მსახიობზე, რომელიც წლების წინ ინდოეთის "დედოფალი" გახდა

ის თბილისში დღესაც ახსოვთ. ლამაზი და ნიჭიერი გოგონა პირველად ეკრანზე ნანა მჭედლიძის ფილმში - "ჩქარი მატარებელი" გამოჩნდა. მაშინ მხოლოდ 14 წლის იყო. მერე კი სხვა კინოროლებიც ანდეს და რუსთაველის თეატრის სცენაზეც საინტერესო სახეები შექმნა. მისი შემოქმედების მწვერვალია ქეთევან ბარათელის როლი, ფილმში - "მონანიება". ზეინაბ ბოცვაძე საკუთარ თავს მარტოხელა და მარტოსულ ქალბატონს უწოდებდა, თუმცა უამრავი მეგობარი ჰყავდა, რომლებიც აღმერთებდნენ. ნებისმიერ ამბავს ისეთი იუმორით ჰყვებოდა, რომ მის გვერდით მყოფები სიცილს ვერ იკავებდნენ. სიყვარულით, ყველა ზეიკოს ეძახდა.

17 წლის დედოფალი

ზეინაბ ბოცვაძე იხსენებდა:

"ფილმი "განძი" დელიში, ფესტივალზე მიიწვიეს. ეს იყო პირველი საბჭოთა დელეგაცია ინდოეთში. დელიში ბატონი მიშა კვესელავა, რეზო ჩხეიძე და მე გახლდით. იქ, იცით, რა ხდებოდა? როგორც ჩვენთან შეხვდა მაყურებელი პირველ ამერიკულ ფილმებს, აი, ისე ხვდებოდნენ საბჭოთა ფილმებს. მაშინ 17 წლის ვიყავი. ინდოეთში ჩვენი მასპინძლობა რაჯ კაპურმა ითავა. იგი უკვე ნამყოფი იყო საქართველოში, სადაც გულითადი შეხვედრა მოუწყვეს, მისი ფილმები ხომ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჩვენს ქვეყანაში. ფესტივალის დამთავრების შემდეგ, ფესტივალის დედოფალი - "მის ინდოეთი" უნდა აერჩიათ. კონკურსის ხუთი მონაწილედან სამი ინდოელი იყო, ერთი გერმანელი მსახიობი - კარინ დორი და მე. უნდა გვეცეკვა, გვემღერა და ქულები დაგვეგროვებინა. ცეკვაში ყველას თანაბარი ქულები გვერგო, ეს იყო ჩვეულებრივი ევროპული ცეკვა. სიმღერის დრო დადგა. დავრჩით მე და კარინ დორი, რომელიც ძალიან დახვეწილი და ლამაზი ქალი იყო. კარინმა ორკესტრის თანხლებით ამერიკული სიმღერა "კესერა" შეასრულა. სცენაზე ჩემი ასვლის დრო მოვიდა. ინგლისურის არაფერი გამეგებოდა. მიშა კვესელავამ მითხრა, - სასწრაფოდ, რამე მოიფიქრეო. გადავწყვიტე, ინდური სიმღერა შემესრულებინა. ავედი სცენაზე და წამოვიწყე "ავარა მე". იგრიალა ტაშმა, ორკესტრიც მაშინვე ამყვა. სცენაზე ამოვარდა რაჯ კაპური, მეხვევა, მკოცნის. აი, ასე ვიმღერეთ ერთად. მე მხოლოდ მისამღერს ვეუბნებოდი. ასე გავხდი ინდოეთის "დედოფალი". ფილმმა საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი პრიზი დაიმსახურა, რომელიც ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ჯავაჰარლალ ნერუმ გადასცა კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორ მიხეილ კვესელავას..."

კურორტზე

ზაზა ბუაძე, კინორეჟისორი:

- ფილმზე - "ოცდახუთსა დეკემბერსა" ვმუშაობდი, სადაც მთავარ როლებს ზეიკო და მამუკა კიკალეიშვილი თამაშობდნენ. ზამთრის ნატურის გადაღებები ტყიბულის რაიონის სოფელ ხრესილში გვქონდა. ზეიკო სულ ორ-სამ კადრში უნდა გადაგვეღო, ამიტომ ორი დღით წავიყვანეთ. მიზეზთა გამო, რომელიც კინოში არ დაილევა, ეს ორი დღე ორ კვირამდე გაიწელა. სწორედ მეორე კვირის ბოლო დღეს გადავიღეთ მისი კადრები. მთელი ის დრო ზეიკო მადლობებს გვიხდიდა - დასასვენებლად ვარ, კურორტზეო. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ სწორედ ზეიკოს მასალა გაგვიფუჭდა, ფირმა გვიმტყუნა. სამაგიეროდ, ჩემსა და ჩემი მეგობრების ცხოვრებაში დარჩა მასთან ურთიერთობის ბედნიერებით აღსავსე ორი კვირა.

წაიკითხეთ სრულად

გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

"ვფიქრობ, მარტის ბოლოდან შეგვეძლება ვაქცინაცია "ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ...შესაძლოა, მანამდე "ფაიზერმაც“ მოგვისწროს" - თამარ გაბუნია

გერმანიაში დასაქმების სურვილი ამ დროისთვის 94 281-მა ადამიანმა გამოთქვა