"ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მის ფო­ტო­ებს და მივ­ხ­ვ­დი, რომ ნაკ­ვ­თე­ბით მარ­თ­ლა ვგა­ვარ" - ვინ არის სო­ფი ლო­რე­ნის ქარ­თ­ვე­ლი ორე­უ­ლი

"ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მის ფო­ტო­ებს და მივ­ხ­ვ­დი, რომ ნაკ­ვ­თე­ბით მარ­თ­ლა ვგა­ვარ" - ვინ არის სო­ფი ლო­რე­ნის ქარ­თ­ვე­ლი ორე­უ­ლი

"სო­ფი რომ მოგ­ვი­ახ­ლოვ­და, იტა­ლი­უ­რად და­ვუ­ძე­ხე, - მიყ­ვარ­ხართ-თქო, გა­მომ­ხე­და, გა­მი­ღი­მა და თვა­ლებ­ში ჩამ­ხე­და... ძალ­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო იყო მი­სი გა­მო­ხედ­ვა, თით­ქოს ახ­ლობ­ლუ­რიც. ის ყვე­ლა­ფე­რი უფ­რო მეტს ნიშ­ნავ­და, ვიდ­რე ავ­ტოგ­რა­ფი. სო­ფის პი­რა­დად შევ­ხ­ვ­დი, მან შე­მამ­ჩ­ნია და ჩე­მი ამ­დე­ნი წლის ოც­ნე­ბა ას­რულ­და..." - ქრის­ტი­ნა მჭედ­ლი­ძე გვი­ამ­ბობს, თუ რას ნიშ­ნავს მის­თ­ვის, სო­ფი ლო­რე­ნის ორე­ულს რომ უწო­დე­ბენ...

- პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე გამ­ს­გავ­სებ­დ­ნენ სო­ფი ლო­რენს?

- და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში ვსწავ­ლობ­დი და იქ მითხ­რა პირ­ვე­ლად ერ­თ­მა პე­და­გოგ­მა, შენ სო­ფი ლო­რე­ნი ხა­რო... მის სიტყ­ვებს ყუ­რადღე­ბა არ მი­ვაქ­ციე, მაგ­რამ შემ­დეგ იგი­ვე სხვე­ბის­გა­ნაც მო­ვის­მი­ნე. ბა­ზარ­შიც ამას მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ნა­თე­სა­ვე­ბიც, მე­ზობ­ლე­ბიც... ჩე­მი ნათ­ლი­აც მი­მე­ო­რებ­და, სა­ოც­რად ჰგავ­ხა­რო. პა­ტა­რა­ო­ბი­სას ამ სიტყ­ვებს დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას არ ვა­ნი­ჭებ­დი, მაგ­რამ რო­ცა წა­მო­ვი­ზარ­დე, სო­ფი ლო­რე­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ფილ­მებს კი­დევ უფ­რო ჩა­ვუღ­რ­მავ­დი და ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა... შემ­დეგ, რო­ცა ვინ­მე მეტყო­და, სო­ფი ლო­რენს ჰგავ­ხა­რო, ეს შე­და­რე­ბა კარგ გან­წყო­ბა­ზე მა­ყე­ნებ­და. ძა­ლი­ან ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მის ფო­ტო­ებს და მივ­ხ­ვ­დი, რომ ნაკ­ვ­თე­ბით მარ­თ­ლა ვგა­ვარ, თუმ­ცა სო­ფი ლო­რე­ნი რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩემ­ზე ბევ­რად ლა­მა­ზია... სო­ფი ლო­რე­ნი შე­უ­და­რე­ბე­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია! ჩე­მი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბია!

- თუ აგ­რო­ვებ­დით მის ფო­ტო­ებს?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია! ახ­ლაც ვაგ­რო­ვებ. სულ ვკითხუ­ლობ სტა­ტი­ებს მის შე­სა­ხებ, ფილ­მიც ვნა­ხე სო­ფი ლო­რე­ნის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა... ყვე­ლა­ზე მე­ტად სო­ფი ლო­რე­ნი ფილ­მ­ში - "ქორ­წი­ნე­ბა იტა­ლი­უ­რად" მომ­წონს. ამ ფილ­მ­ში სო­ფი ლო­რე­ნის გმი­რის ხა­სი­ა­თი ჩემ­სას მი­ვამ­ს­გავ­სე... ბავ­შ­ვებ­თან სა­ოც­რად ალერ­სი­ა­ნია, გაბ­რა­ზე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი მეც ასე­თი ვი­ცი და ძა­ლი­ან მომ­წონს ეს რო­ლი... ვი­ცი, რომ სო­ფი ლო­რე­ნი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც ძალ­ზე გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და მშვი­დი ადა­მი­ა­ნია.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი