დეკანოზმა გიორგი მამალაძემ რამდენიმე სახეობის ექსპერტიზაში მონაწილეობა ვერ შეძლო

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ რამდენიმე სახეობის ექსპერტიზაში მონაწილეობა ვერ შეძლო

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ რამდენიმე სახეობის ექსპერტიზაში მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

როგორც დეკანოზის ადვოკატებმა აღნიშნეს, დღეს კლინიკაში, სადაც ამჟამად იმყოფება დეკანოზი გიორგი მამალაძე, გამომძიებელი ექსპერტებთან ერთად იმყოფებოდა, რომლებსაც უნდოდათ რამდენიმე სახეობის ექსპერტიზის ჩატარება.

"მამა გიორგიმ მონაწილეობა მარტივი მიზეზის გამო ვერ მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო. აქედან გამომდინარე ვერ მიიღო მონაწილეობა, თუმცა, თქვა შენიშვნის სახით, რომ ის არ გაურბის გამოძიებას და ექსპერტიზაში მონაწილეობას მიიღებს. ელემენტარულად ადამიანს 39 აქვს სიცხე და შეიძლება მისი ხმის ტემბრი შემოწმდეს?", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

მისი თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ექსპერტიზაში მიიღებს მონაწილეობას მაშინ, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი. ადვოკატებს დღეს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა ტიპის ექსპერტიზაში უნდა მიეღო მონაწილეობა დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

"რადგან არსებობს აუდიო ჩანაწერი, ალბათ შესაბამისად უნდა დადასტურდეს, ვისი აუდიოჩანაწერია. ალბათ ამისთვის სჭირდებოდათ ეს ექსპერტიზა", - განაცხადა საქმეში დღეს ჩართულმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა და იქვე დასძინა, რომ თავად ვერ მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, ვერ დაესწრო გამომძიებლის ვიზიტს, რადგან მას არ აქვს მოწერილი ხელი გაუთქმელობის პირობაზე და გამომძიებელმა კატეგორიულად მოსთხოვა, რომ უნდა დაედო ხელწერილი გაუთქმელობაზე, რაზეც, როგორც ადვოკატმა განაცხადა, ის გაუთქმელობის პირობას მანამ არ მოაწერს ხელს, ვიდრე საგამოძიებო ორგანოებიდან სრულ მასალას არ მიიღებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი