ილია მეორის პირადი ექიმი - პატრიარქის რეაბილიტაციის პერიოდი დასრულებულია

ილია მეორის პირადი ექიმი - პატრიარქის რეაბილიტაციის პერიოდი დასრულებულია

პატრიარქის რეაბილიტაციის პერიოდი დასრულებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა. მისივე თქმით, პატრიარქი კარგადაა და არანაირი დამატებითი მკურნალობა არ სჭირდება.

"რეაბილიტაციის ძირითადი პერიოდი დამთავრებულია. პატრიარქი ჩამოვიდა კარგ მდგომარეობაში. მას არანაირი დამატებითი მკურნალობა, დამატებითი პროცედურები არ სჭირდება. უბრალოდ გარკვეული დრო არის საჭირო, რომ ორგანიზმმა ბოლომდე აღიდგინოს თავისი მდგომარეობა. ყველას გილოცავთ, რომ უწმინდესი ასე კარგად გვყავს", - განაცხადა ცისანა შარტავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი