მეუფე ზენონი - ურიგო არ იქნება, თუ აუდიტის სამსახური საპატრიარქოს შემოსავლებს შეამოწმებს

მეუფე ზენონი - ურიგო არ იქნება, თუ აუდიტის სამსახური საპატრიარქოს შემოსავლებს შეამოწმებს

ვერავის დავეთანხმები, რომ შორენა თეთრუაშვილი ეკლესიისთვის ზიანის მომტანია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზენონმა განუცხადა.

მისი თქმით, ყველას შეიძლება შეცდომა ჰქონდეს დაშვებული, თუმცა არ ეთანხმება იმ განცხადებებს, რომელიც ბოლო დროს მეუფე პეტრეს მხრიდან გაკეთდა. მეუფის აზრით, ურიგო არ იქნება, თუ აუდიტის სამსახური საპატრიარქოს შემოსავლებს შეამოწმებს. მისივე განცხადებით, დღეს ამის საჭიროება არსებობს.

როგორც მთავრეპისკოპოსმა საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე ურიგო არ იქნება, თუკი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სინოდის სხდომა ჩაინიშნება.

"ხვალიდან უფრო თვალნათელი გახდება მოვლენები. ქალბატონ შორენას ვიცნობ 1989 წლიდან. ვიცნობ ძალიან კარგად და ვერავის დავეთანხმები იმაში, რომ შორენა თეთრუაშვილი ეკლესიისთვის ზიანის მომტანია. მეუფე პეტრემ კარგად იცის, რომ მას არ ვეთანხმები. ყველას შეიძლება შეცდომა ჰქონდეს, მაგრამ მეუფე პეტრეს არ ვეთანხმები გაკეთებულ განცხადებებში. აუდიტის შემოსვლა საკმაოდ ნორმალური ფორმაა. მე თვითონ 5 წლის განმავლობაში ვიყავი საფინანსო ეკონომიკური გუნდის თავმჯდომარე და თავად ვიყავი ინიციატორი საპატრიარქოში აუდიტის შემოსვლის. ამის საჭიროება დღესაც არსებობს. ვფიქობ, არც სინოდის გამართვა იქნება ურიგო", - განაცხადა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზენონმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი