პატრიარქს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრა სურს

პატრიარქს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრა სურს

კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სურვილი შეხვდეს დეკანოზ გიორგი მამალაძეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა, რომელმაც პატრიარქი გუშინ მოინახულა.

უჩა ნანუაშვილის განმარტებით, ილია მეორემ დაკავებული დეკანოზის მონახულების სურვილი მასთან შეხვედრისას გამოთქვა. ამასთან, ნანუაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ხელწერილზე პირობების შეცვლა.

"იმ პირობებში, როცა პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან არაერთი საჯარო განცხადება გაკეთდა, სამწუხაროდ, დაცვას საკუთარი არგუმენტების გაზიარების შესაძლებობა არ ეძლევა. ჩემი აზრით, ეს არის სერიოზული დარღვევა. ამ ფონზე ახალი ადვოკატისათვის გარკვეული პირობების წაყენება მეტ კითხვის ნიშნებს წარმოშობს", - განაცხადა ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება პატრიარქთან შეხვედრას, სახალხო დამცველის თქმით, ის დაინტერესებულია, გაიგოს მეტი ინფორმაცია, თუ რა მოხდა და იმედი აქვს, რომ მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება.

"ის ასევე საუბრობს, რომ აუცილებელია მაქსიმალურად დაწყნარდეს სიტუაცია, მღელვარება დაცხრეს და სიმართლე გაირკვეს", - აღნიშნა ნანუაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი