მეუფე ვახტანგი - ნუ გავხადეთ მამა გიორგი მოწამე, ჩვეულებრივი, რიგითი სასულიერო პირია, როგორც ყველა

მეუფე ვახტანგი - ნუ გავხადეთ მამა გიორგი მოწამე, ჩვეულებრივი, რიგითი სასულიერო პირია, როგორც ყველა

რაც დღეს ხდება ეკლესიაში, ეს არის შეთქმულება ეკლესიის წინაშე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საპატრიარქოსთან ცურტაველმა მიტროპოლიტმა (ტიტულარული) ვახტანგ ახვლედიანმა განუცხადა.

მეუფე ვახტანგი საპატრიარქოში ამ წუთებში შევიდა. მისი თქმით, საპატრიარქოში პატრიარქთან შესახვედრად მიდის, რათა მოინახულოს და გაიგოს როგორ არის.

"რაც დღეს ხდება ეკლესიაში, ეს არის შეთქმულება ეკლესიის წინაშე. ეს არის და ეს, მაგრამ მადლობა ღმერთს, პატრიარქი კარგად არის. დაბრუნდა, ყველაფერი დალაგდება, გაირკვევა და ყველას თავისი ადგილი ექნება. არ ვიცით არაფერი, დაველოდოთ გამოძიებას. ნუ ვუსწრებთ მოვლენებს, ყველაფერი დალაგდება. ყველაფერი გაირკვევა", - მიმართა მიტროპოლიტმა მედიას.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ვინ არის შეთქმულების ავტორი, მეუფემ ვერ დააკონკრეტა. კითხვაზე, სჯერა თუ არა მას გამოძიების, მეუფე ვახტანგმა განაცხადა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სჯერა, ზოგ შემთხვევაში კი - არა.

"მჯერა და არ მჯერა ზოგიერთი რაღაც, მაგრამ სიმართლე გაირკვევა, სიმართლე არ დაიმალება არასდროს. ყოველთვის, ადრე თუ გვიან, სიმართლე იზეიმებს, არ დაიკარგება. უფალი არ დაუშვებს, გჯეროდეთ", - განაცხადა ტიტულარულმა მიტროპოლიტმა.

მეუფე ვახტანგმა ასევე მიმართა მედიას, ნუ ეძებენ სენსაციებს.

"გაუფრთხილდით ჩვენს ქვეყანას, გაუფრთხილდით ეკლესიას, ეს არის ერთადერთი ეროვნული, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოში. გაუფრთხილდით მას და არ გვინდა ეს სენსაციები, ვიღაცეების კომპრომატები და ასე შემდეგ. ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა მეუფემ.

მეუფე ვახტანგმა კომენტარი მამა გიორგი მამალაძის შესახებაც გააკეთა და განაცხადა, რომ მამა გიორგი ჩვეულებრივი, რიგითი სასულიერო პირია, როგორც ყველა და ნუ გავხადეთ მოწამე.

"ნუ გავხადეთ მამა გიორგი მოწამე. არის ჩვეულებრივი, რიგითი სასულიერო პირი, როგორც ყველა. გაირკვევა სიმართლე. ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ გაირკვევა სიმართლე და ყველაფერი დალაგდება", - განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

ქადაგების შემდეგ სამების ტაძრის ეზოში შეკრებილმა მრევლმა პატრიარქი ტაშით და შეძახილებით "მიყვარხარ" გააცილა

პატრიარქი - მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება - გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას

როდის წყვეტს ბავშვი სიმაღლეში ზრდას და რა სახის ჩარევაა შესაძლებელი - ენდოკრინოლოგის საჭირო რჩევები მშობლებს