რას გულისხმობს გაუთქმელობის პირობა და რა ხდება მისი დარღვევის შემთხვევაში

რას გულისხმობს გაუთქმელობის პირობა და რა ხდება მისი დარღვევის შემთხვევაში

უკანასკნელი კვირის განმავლობაში საზოგადოებისა და მედიის ყურადღება საპატრიარქოსა და დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმისკენაა მიმართული. 10 თებერვალს, მამა გიორგის დაპატიმრებისთანავე, პროკურატურამ მას გაუთქმელობის პირობაზე მოაწერინა ხელი, რის შემდეგაც დაცვის მხარე, საქმეში ახალი ადვოკატის ჩართვამდე, საქმესთან დაკავშირებით ვერცერთ დეტალზე ვერ საუბრობდა.

"ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, ან თავისი ვერსიის სიმართლე", - ასე გამოეხმაურა ამ საკითხს ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

"დღეს არის ვითარება, როდესაც ერთი მხარე, რომლის თაობაზეც კომენტარს აკეთებენ პოლიტიკოსები, ასევე სამართალდამცავები, არის შეზღუდული თავისი პოზიციის დაფიქსირებაში. ასეთი რამ შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ მაშინ ეს საკითხი არ უნდა იყოს საჯარო განხილვის საგანი. როდესაც მთელი ქვეყანა საუბრობს ამ საქმეზე და მეორე მხარეს თუნდაც თავისი წილი დანაშაულის ან უდანაშაულობის მტკიცების შესაძლებლობა არ აქვს, ეს არის შეჯიბრებითობის და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა"- განაცხადა პრეზიდენტმა.

მხარეების არათანაბარ პირობებში ყოფნას უსამართლოდ მიიჩნევს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც. Allnews.ge დაინტერესდა რას გულისხმობს გაუთქმელობის პირობა და რა ხდება მისი დარღვევის შემთხვევაში. ამ კითხვებით ჩვენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატს, რეზო აჭარაძეს მივმართეთ.

ადვოკატის თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, არსებობს ჩანაწერი 104 მუხლის სახით, რომლის მიხედვითაც, გამოძიების მონაცემების გამჟღავნება დაუშვებელია. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი