ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 23 თებერვალს 10:00 საათიდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 23 თებერვალს 10:00 საათიდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 23 თებერვალს 10:00 საათიდან დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამავე დღეს გამოქვეყნდება ცნობარის ელექტრონული ვერსიაც.

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოსცა.

2017 წლის "ცნობარი აბიტურიენტებისათვის" ბეჭდური ვერსიის შეძენა მსურველებს თბილისსა და რეგიონებში პრესის ჯიხურებსა და რეალიზაციის პუნქტებში შეუძლიათ.

"ცნობარში მოცემულია ყველა ის ინფორმაცია, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევნის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს, კერძოდ, სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, განმარტება გამოცდებისა და ფაკულტეტების მითითების შესახებ, ინფორმაცია საგამოცდო პროცესის შესახებ, შედეგების გამოქვეყნებისა და აპელაციის პროცედურა, ჩარიცხვისა და გრანტირების წესი. ცნობარში ასევე არის ცხრილი, რომელშიც მოცემულია უმაღლესი სასწავლებლების მონაცემები გამოცდების, მინიჭებული კოეფიციენტების, დადგენილი კვოტების, სწავლის საფასურისა და სხვა დეტალების შესახებ", - განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი