დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჩაფიძის გულის ცენტრიდან დღეს სხვა კლინიკაში გადაიყვანენ

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჩაფიძის გულის ცენტრიდან დღეს სხვა კლინიკაში გადაიყვანენ

ე. წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დამატებითი გამოკვლევებისთვის ჩაფიძის გულის ცენტრიდან დღეს სხვა კლინიკაში გადაიყვანენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩაფიძის გულის კლინიკის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფო უნგიაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, გუშინდელთან შედარებით ჩივილები შედარებით ნაკლებად აქვს და გაუმჯობესებულია დინამიკა, როგორც კლინიკური მონაცემების, ასევე ლაბორატორიული გამოკვლევების.

"ამ დროისთვის განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილი არ აქვს, იგეგმება დამატებითი გამოკვლევები სხვა კლინიკაში, თუმცა ამ ეტაპზე კლინიკას ვერ დავაკონკრეტებ, რადგან ამ წუთას მიმდინარეობს შეთანხმება. გამოკვლევების შემდგომ პაციენტი ისევ დაბრუნდება ჩვენს კლინიკაში", - განაცხადა ექიმმა.

მისივე თქმით, დამატებით გამოკვლევებში იგულისხმება გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია და თავის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. კითხვაზე, შეუძლია თუ არა ამ დროისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავისუფლად საუბარი, ექიმის თქმით, მას საუბარი შეუძლია თავისუფლად, შემოდის კონტაქტში და აბსოლუტურად ადეკვატურია. მისივე თქმით, დღეის მონაცემებით, ამ დრომდე სიცხეც არ დაფიქსირებულა.

კითხვაზე, როდის მოხდება დეკანოზ გიორგი მამალაძის გაწერა საავადმყოფოდან, ექიმის თქმით, შემდგომი გამოკვლევების საფუძველზე და კლინიკური მონაცემების გათვალისწინებით, სტაბილური სიტუაციის შემთხვევაში, გაწერის თარიღი დადგინდება, თუმცა ამ ეტაპზე ექიმს ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი