ნანა კაკაბაძე - ე.წ. ციანიდის საქმის ჩანაწერი ყველა სასულიერო პირმა მოისმინა და ყველა ერთ აზრზეა, გარდა მამა პეტრესი

ნანა კაკაბაძე - ე.წ. ციანიდის საქმის ჩანაწერი ყველა სასულიერო პირმა მოისმინა და ყველა ერთ აზრზეა, გარდა მამა პეტრესი

ე.წ. ციანიდის საქმის ჩანაწერი ყველა სასულიერო პირმა მოისმინა და ყველა ერთ აზრზეა, გარდა მამა პეტრესი, პატრიარქს კი ის არ უნახავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა საპატრიარქოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შესაბამისად, ის დეტალებზე ვერ საუბრობს.

"ჩანაწერები ნახა თითქმის ყველა სასულიერო პირმა და ყველანი თანხმდება, რომ გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს. ასევე თანხმდებიან, რომ გიორგი მამალაძე თავდებით არ უნდა გამოვიდეს, რადგან ეს თავად მისთვის იქნება სახიფათო. ერთადერთი განსხვავებული პოზიცია აქვს მამა პეტრეს, მე ვერ გეტყვით, ზოგადად, რა პოზიციაზე დგას მამა პეტრე. გაუგებარია მისი პოზიცია. პატრიარქს ეს ჩანაწერი არ უნახავს, ყოველი შემთხვევისთვის - ამ დრომდე. ამ წუთების შემდეგ რა მოხდება, ამაზე ვერაფერს გეტყვით. შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან ამ წუთებში მიმდინარეობს და ალბათ დამატებითი დეტალები შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

საპატრიარქოში უკვე ნახევარ საათზე მეტია, რაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა. არსებული ინფორმაციით, ის შეხვედრას მართავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და სხვა უმაღლეს სასულიერო პირებთან. შეხვედრაზე, სავარაუდოდ, იმყოფება ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირმა ჭკადუაც.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი