ინფორმაცია მძღოლებისთვის - ხვალიდან კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება

ინფორმაცია მძღოლებისთვის - ხვალიდან კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება

ხვალიდან 6 მარტის ჩათვლის კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება, - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"საგზაო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 22 თებერვლის 12:00 საათიდან 6 მარტის ჩათვლით, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით (ორხევის ხიდებიდან "ისთ ფოინთამდე").

საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება კახეთის გზატკეცილის დამხმარე ზოლის მეშვეობით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი