მამა მიქაელ ბოტკოველის კომენტარი საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ

მამა მიქაელ ბოტკოველის კომენტარი საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ

ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, გვჯერა, რომ ისინი ობიექტურად შეისწავლიან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

ბოტკოველი მოუწოდებს საზოგადოებას, საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით სპეკულირება არ დაიწყონ და საგამოძიებო სტრუქტურებს გამოძიების ჩატარებაში ხელი არ შეუშალონ. მისივე განცხადებით, დღეს გამართულ შეხვედრაზე სასულიერო პირებმა, მათ შორის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.

"საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა, მისი უწმინდესობის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ გიორგი კვირიკაშვილის. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, დიდი ჯგუფი ეკლესიის მღვდელმთავრების. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს გენერალური პროკურორი და მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურებს. გვჯერა, რომ ისინი ობიექტურად შეისწავლიან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი და სადაც იქნება ჭეშმარიტება ასახული. სინოდის წევრებს და მის უწმინდესობას ჰქონდათ სურვილი, ცოტა მეტი ინფორმაცია მიეღოთ მთავარი პროკურორისგან. ბატონი ირაკლი იმყოფებოდა საპატრიარქოში. ახლაც იქ არიან. მათ იმსჯელეს ამ საკითხებზე და რამდენადაც შესაძლებელი იყო და რამდენადაც აუცილებელი იყო, წმინდა სინოდის წევრებსა და საქართველოს პატრიარქს საგამოძიებო სტრუქტურებმა ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ წუთისთვის ვერ შევაფასებთ მამა გიორგის ბრალეულობის ხარისხს. დაველოდოთ გამოძიებას და იმ დასკვნას, რომელსაც დადებს საგამოძიებო სტრუქტურა", - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

საქართველოს საპატრიარქოში ამ დრომდე რჩებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირმა ჭკადუა და მაღალი სასულიერო იერარქიის წევრები. საპატრიარქოში ასევე იმყოფებიან ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი