"როცა ადამიანს ბრალს სდებ, არ უნდა გააჩუმო" - პრეზიდენტის კომენტარი ე.წ. ციანიდის საქმეზე

"როცა ადამიანს ბრალს სდებ, არ უნდა გააჩუმო" - პრეზიდენტის კომენტარი ე.წ. ციანიდის საქმეზე

როცა ადამიანს ბრალს სდებ, არ უნდა გააჩუმო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა.

მარგველაშვილი გამოეხმაურა ე.წ. ციანიდის საქმეს და დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის თემას, რომლის ადვოკატებიც გაუთქმელობის შეთანხმებიდან გამომდინარე, საქმის დეტალებზე ვერ საუბრობენ.

"შესაძლო ჩანაწერების დეტალები ჩემი საქმე არ არის, ჩემი საქმეა მოქალაქე გიორგი მამალაძე, მთელი სახელმწიფო აპარატი ფაქტობრივად მის ბრალმდებლად გამოდის. მას და მის მხარეს უნდა მიეცეს ნორმალური მოქმედებების უფლება. არც ერთ მხარეს არ ვარ, მე გესაუბრებით ტრივიალურ ჭეშმარიტებას, როცა ადამიანს ბრალს სდებ, არ უნდა გააჩუმო. მას უნდა მისცე შესაძლებლობა, თუნდაც თავისი ვერსია თქვას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი