როგორია მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - დეკანოზი "ავერსის" კლინიკიდან ისევ ჩაფიძის გულის ცენტრში გადაიყვანეს

როგორია მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - დეკანოზი "ავერსის" კლინიკიდან ისევ ჩაფიძის გულის ცენტრში გადაიყვანეს

ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მკურნალობას კვლავ ჩაფიძის გულის ცენტრში განაგრძობს. დეკანოზი გიორგი მამალაძე გუშინ საღამოს ჩაფიძის გულის ცენტრიდან "ავერსის" კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, თუმცა დეკანოზი ამის შემდეგ მალევე კვლავ ჩაფიძის კლინიკაში დააბრუნეს.

როგორც გუშინ ჩაფიძის გულის კლინიკის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფო უნგიაძემ განაცხადა, დამატებით გამოკვლევებში იგულისხმება გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია და თავის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ჩივილები შედარებით ნაკლებად აქვს. ექიმის განცხადებით, გაუმჯობესებულია დინამიკა, როგორც კლინიკური მონაცემების, ასევე ლაბორატორიული გამოკვლევების.

კითხვაზე, როდის მოხდება დეკანოზ გიორგი მამალაძის გაწერა საავადმყოფოდან, ექიმის თქმით, შემდგომი გამოკვლევების საფუძველზე და კლინიკური მონაცემების გათვალისწინებით, სტაბილური სიტუაციის შემთხვევაში, გაწერის თარიღი დადგინდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი