მამა გიორგი მამალაძე შესაძლოა კლინიკიდან საპატრიარქოში გადაიყვანონ

მამა გიორგი მამალაძე შესაძლოა კლინიკიდან საპატრიარქოში გადაიყვანონ

ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე შესაძლოა საპატრიარქოში გადაიყვანონ - ამის შესახებ ინფორმაცია ჩაფიძის გულის ცენტრში გავრცელდა, სადაც დაკავებული სასულიერო პირი მკურნალობს. დაკავებულის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შესაძლებელია დღეს საპატრიარქოში პატრიარქთან შესახვედრად გადაიყვანონ. რამიშვილი ამ წუთებში ჩაფიძის კლინიკაში დეკანოზს ხვდება.

"შესაძლებელია საპატრიარქოში გადაყვანა მოხდეს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ავდივარ და გავარკვევ ყველაფერს", - განაცხადა რამიშვილმა.

როგორც მოგვიანებით ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა განაცხადა, მამა გიორგი მამალაძე პატრიარქს და წმინდა სინოდის წევრებს შეხვედრას სთხოვს. დეკანოზს სურს, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს იმ ჩვენების შესახებ ესაუბროს, რომლის მიცემასაც გამოძიებისთვის აპირებს.

ადვოკატის განმარტებით, დეკანოზის სურვილია, რომ სასულიერო პირებს ჩვენების მიცემამდე შეხვდეს.

"გუშინ გაცხადდა, რომ მამა გიორგი დუმილს არღვევს და ის მზად არის ჩვენება მისცეს სრულყოფილად. მამა გიორგი დიდი თხოვნით მიმართავს პატრიარქს, რომ თუ იქნება შესაძლებლობა მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, სანამ გამოძიებას მისცემს ჩვენებას, ეს ყველაფერი უთხრას პატრიარქს. თუ პატრიარქი ვერ შეძლებს, ის ელოდება წმინდა სინოდიდან სასულიერო პირებს, რომ მოვიდნენ და დეტალურად მოუყვეს, რასთან არის რეალურად საქმე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ გუშინდელ საუბარს ნანა კაკაბაძის მხრიდან, უპრიანი იქნება თუ იქნება მამა პეტრე. დიდი იმედი გვაქვს, რომ საპატრიარქოდან იქნება ადეკვატური პასუხი. ის არის სასულიერო პირი და სურვილი აქვს, პირველ რიგში, ინფორმაცია მიაწოდოს საპატრიარქოს.

ჩვენ პარალელურად მივმართავთ პროკურორებს დაკითხვისთვის, თუმცა ამავდროულად, გვინდა პასუხი საპატრიარქოსგან, თუ რა პოზიციაზე იქნებიან", - განაცხადა ადვოკატმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი